საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2024 11:51
მიღების თარიღი მაისი 16, 2024
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 16 მაისის №19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 16 მაისის №19 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი;
ა) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ) შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი); გ) შპს „ქართული რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B167 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 16 მაისის №19 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №19 სხდომის დღის წესრიგი
ქ.თბილისი 2024 წლის 16 მაისი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. შპს „ქართული რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B167 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომს. კოტე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
6. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომს. კოტე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
7. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომს. კოტე ქორიძე - მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
8. „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. სანდრო ქარუმიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 აპრილის N გ-24-23/169 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - იურიდიული დეპარტამენტი).
