წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-24-17 / 207

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2024 15:36

მიღების თარიღი მაისი 23, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების   კომისია”) განიხილა კომისიის 2024 წლის 23 მაისის  №20  სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის  წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4  ნაწილის,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 23 მაისის №20 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-11 საკითხი (შპს „სქაიტელის“ პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ) განხილვიდან;

2. კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 23 მაისის №20 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი;

ა) შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ) შპს „სანშაინ ჰოსფითალითი  ენდ  მენეჯმენთისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 23 მაისის №20 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №20 სხდომის დღის წესრიგი

ქ.თბილისი                                                                        2024 წლის 23 მაისი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის №20 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „მედია  ჯგუფის“  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B168 ლიცენზიის  მოქმედების  ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „ბლექსი არენა ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.  შპს  „კომპანია ბლექ სი გრუპისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.  შპს „სანშაინისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2022  წლის  8  სექტემბრის  №  გ-22-7/390 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8. შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

9. შპს „სანშაინ ჰოსფითალითი ენდ  მენეჯმენთისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

10. საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროსთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე    ტექნოლოგიური    დანიშნულებით    რადიოსიხშირული    სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

11. შპს „პროსერვ.ჯი“-ის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები