წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ალექსანდრე ლაბაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 272

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2023 12:05

მიღების თარიღი ივნისი 15, 2023

რადიომოყვარულ ალექსანდრე ლაბაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1662, 11.05.23) მიმართა მოქალაქე თეა მაჩაიძემ თავისი არასრულწლოვანი შვილის ალექსანდრე ლაბაძისთვის (მცხ. ქ. რუსთავი, მე-20 მ/რ, მე-10 კორპ.,  ბინა  42) სამოყვარულო  რადიოსადგურის  გამოყენებისთვის  სახმობის  მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს,  რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის  განსაზღვრის   მიზნით, კომისიის 2005 წლის  6 მაისის №  294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „C“ კატეგორიის რადიო -მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო  საბჭოს № 54 (31.05.2023) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს  რადიომოყვარულ  ალექსანდრე ლაბაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ  სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად  5 წლის ვადით 2023 წლის 15 ივნისიდან 2028 წლის 15 ივნისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

C - 166

 

ალექსანდრე ლაბაძე

 

ქ. რუსთავი, მე-20 მ/რ, მე-10 კორპ., ბინა 42

 

4L1LAT

 

„C“

2. რადიომოყვარული ალექსანდრე ლაბაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ალექსანდრე ლაბაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები