წვდომის მენიუ

შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-23-6 / 339

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2023 15:10

მიღების თარიღი ივლისი 20, 2023

შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-7/2194,05.07.2023წ.) მიმართა შპს„რადიოკომპანია  საქართველოს ხმამ“(ს/კ211328758) კერძო  რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს„რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 2023 წლის 29 ივლისამდე, კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6,2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 და2019 წლის 7 ნოემბრის №გ-19-2/624 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ე.ა)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული   გადამცემი სადგურის განთავსება   შესაძლებელია   მითითებული  კოორდინატის   მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით  (ცდომილება±5მ). ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების  გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად  შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე  განთავსებული  სადგურის  მიერ  შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

„მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს  კანონის 76-ე მუხლის 34-ე პუნქტის შესაბამისად იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაგრძელებული მოქმედების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება, გაგრძელდეს უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის მიერ  მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ  შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის№B67 ლიცენზიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ერთხელ უკვე გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის 29 ივლისამდე, კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმამ“ განაცხადი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით კომისიაში შემოიტანა 2023 წლის 5 ივლისს, შესაბამისად კომპანიის მიერ გაშვებულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3, მე-4 დამე-5 ნაწილების შესაბამისად - „გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 დღის ვადაში“.

კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ დირექტორი მამული კუჭავა აღინიშნა რომ შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმამ“ 2023 წლის 17 ივლისს წერილობითი განცხადებით მიმართა კომისიას (კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-6/2319, 17.07.2023წ.). განცხადებაში აღნიშნულია რომ კომპანიის დირექტორმა ავადმყოფობის გამო, რომელიც დღესაც გრძელდება და მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ვერ მოახერხა ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე განაცხადის დროულად გამოგზავნა. განაცხადზე თანდართულია 2023 წლის 15 ივლისით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასევე 2023 წლის 5 ივნისით დათარიღებული დოკუმენტაცია პაციენტის დანიშნულებების, ჩატარებული და ჩასატარებელი კვლევების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის დირექტორის ავადმყოფობა აპრილი-ივლისის პერიოდში, რასაც შესაძლოა, გამოეწვია განცხადების წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის გაშვება. შესაბამისად, შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ დირექტორის მიერ ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა გაშვებულია საპატიო მიზეზით და უნდა აღდგეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე.

გარდა ამისა, შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ განცხადება აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს. შესაბამისად, მოქმედების ვადა უნდა გაუგრძელდეს შპს„რადიოკომპანია საქართველოს  ხმის“  კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის 34-ე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს  მოქმედების  ვადა  შპს  „რადიოკომპანია  საქართველოს  ხმის“  (ს/ნ 203844723) კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიას 2023 წლის 29 ივლისიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ე.ა)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული  კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით  (ცდომილება±5მ). ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების  გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე  განთავსებული  სადგურის  მიერ  შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

2.შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ ვალდებულია:

ა)უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ბ)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ)უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ)მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ)ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ)წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ჟ)მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

რ)დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული კომუნიკაციების (რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი) განთავსების წესები;

ს)დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561  და 562  მუხლებით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ გაგზავნა;

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის (ა. ქარუმიძე).

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე), სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე), იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), გ), დ), ვ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები