წვდომის მენიუ

შპს „იუნისელ მობაილისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 503

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 15:31

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

შპს „იუნისელ მობაილისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს„იუნისელ მობაილმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3549,06.11.2023) „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“   საქართველოს   კანონის   შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუნისელ მობაილის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ,  არ არის შევსებული ვებ-გვერდის ველი და ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის ხელმოწერილი. თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები,  თუ რაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა, და კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის  თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის  სრულყოფილად  წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა  არ  ართმევს  პირს  უფლებას,  განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.შპს„იუნისელ მობაილს“ (ს/კ405656124) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3549, 06.11.2023) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2.კომისიის   მიერ   განსაზღვრულ   ვადაში   დოკუმენტაციის   წარმოუდგენლობის  შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა  არ ართმევს  პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „იუნისელ მობაილისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს  „იუნისელ მობაილისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„იუნისელ მობაილისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები