„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23 / 517 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2024 17:38
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2023
„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23 / 517 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23/ 517 გადაწყვეტილებით (შემდგომში - გადაწყვეტილება) დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის დადგენილების პროექტების პაკეტზე. კერძოდ, წარმოების ფარგლებში გათვალისწინებულია „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი დადგენილების მიღება და ამავდროულად, ცვლილება შედის ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5დადგენილებაში.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ (დანართი N3) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნდა ცნობა N23-14 საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით“. ამასთან, დაინტერესებულ მხარეებს კომენტარების და მოსაზრებების წარმოდგენის ვადად განესაზღვრათ 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, 2023 წლის 20 დეკემბრის წერილით შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა კომპანიის პოზიცია - KPMG-ს, BDO Consulting LLC-ისა და Kalba International, Inc.-ის მიერ შემუშავებულ დასკვნებთან ერთად. ასევე, იმავე თარიღისთვის, სს „სილქნეტის“ მიერ არის გამოგზავნილი საკმაოდ მოცულობითი წერილობითი პოზიცია - Frontier Economics-სა და DLA Piper-ის დასკვნებთან ერთად.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 28 დეკემბერი.
გასათვალისწინებელია, რომ შპს „მაგთიკომის“ და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პოზიციები და ექსპერტების დასკვნები არის მოცულობითი და საჭიროებს დეტალურ ანალიზს. ამასთან, დაინტერესებული პირების ინტერესების დაცვისა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, მნიშვნელოვანია, ზეპირი მოსმენის გამართვის პერიოდისთვის ყველა შესაძლო მოსაზრება და არგუმენტი იყოს სათანადოდ შესწავლილი კომისიის მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას და ზეპირი მოსმენის თარიღის შეცვლას 2024 წლის 18 იანვრით.
გასათვალისწინებელია, რომ სს „სილქნეტმა“ შენიშვნების წარმოდგენასთან ერთად, მოითხოვა საჯარო კონსულტაციების ვადის გახანგრძლივება იმ არგუმენტით, რომ დადგენილების პროექტი საჭიროებს მნიშვნელოვან კორექტირებას - რაც ვერ იქნება გაზიარებული კომისიის მიერ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად კომისიის მიერ განსაზღვრული ვადა უნდა იყოს სულ ცოტა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება წინამდებარე წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების დღიდან. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ 20 სამუშაო დღის ვადაზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის პროექტზე კომენტარების წარსადგენად. კომენტარების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს კომისიის ვებგვერდზე, სადაც ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ინფორმაციაა წარმოდგენილი.
მიმდინარე საჯარო კონსულტაციების პროცესის ფარგლებში კომისიამ ზედმიწევნით დაიცვა როგორც საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესით, ისე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოსაზრების წარდგენის ვადები. გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიამ გამართა წინასწარი, არაფორმალური კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან - მათ შორის, სს „სილქნეტთან“. კომისიამ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს გამოაქვეყნა დადგენილების პროექტი და მხარეებს მიეცათ მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში - 31 აგვისტომდე. ამასთან, დოკუმენტის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომისიამ გაითვალისწინა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნა და არაფორმალური კონსულტაციების ფარგლებში მხარეთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადა გააგრძელა 20 სექტემბრამდე. დაინტერესებული მხარეების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც დეტალურად იყო განხილული დაინტერესებულ პირთა (მათ შორის, სს „სილქნეტის“) შენიშვნები და საბოლოოდ, კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მხარეთა შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინებით დაკორექტირებულ პროექტზე.
ამდენად, დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ სრულყოფილი შესაძლებლობა, კომისიისთვის მიეწოდებინათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. შესაბამისად, კომისია, ამ ეტაპისთვის, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სს „სილქნეტის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას და საჯარო კონსულტაციების ვადის გაგრძელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღებისა და ,,მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-23/517 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2024 წლის 18 იანვარს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.
2. არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ შუამდგომლობა საჯარო კონსულტაციების ვადის გაგრძელების შესახებ.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილებისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღის შესახებ ცნობის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილების შესრულებაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
