საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2023 13:27
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილების №4, №5 და №6 დანართებით დამტკიცდა ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმები.
2023 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (დოკუმენტის ნომერი3448-XIმს-Xმპ, გამოქვეყნების თარიღი 18/07/2023) შედეგად, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11.ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას წარუდგენს ავტორიზაციის შეტყობინებას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. პირი ავტორიზებულად მიიჩნევა და უფლება აქვს, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის დღიდან.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის ასევე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის სათანადო ორგანიზებისათვის მნიშვნელოვანია კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და აღნიშნული გადაწყვეტილების №4, №5 და №6 დანართებით დამტკიცებული ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმები შეიცვალოს შეტყობინების ფორმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8, 362, 451 მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1.1. გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციის განცხადების ფორმები (დანართები №1, №2, №3);“
1.2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დამტკიცდეს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შეტყობინების ფორმები (დანართები №4, №5 და №6)
2. კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის №გ-23-22/40 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართები №4, №5 და №6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის);
3. წინამდებარე გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართები ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი