საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის № გ-23-7/56 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2023 17:03
მიღების თარიღი მარტი 16, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის № გ-23-7/56 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ტრანსფორდმა (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის 23 აგვისტოს; ს.კ. № 404386151) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/768, 06.03.23) ქ. ფოთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში რადიოკავშირისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის № გ-23-7/56 გადაწყვეტილებით შპს ტრანსფორდს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2847 უფლება და მიენიჭა სიხშირე 156.600 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში, ერთი წლის ვადით - 2023 წლის 9 თებერვლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე.
კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის № 23-10-513 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ შპს ტრანსფორდს შესაძლებელია მიენიჭოს 157.425 მჰც სიხშირე, ნაცვლად 156.600 მჰც სიხშირისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის № გ-23-7/56 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს შპს ტრანსფორდს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2847 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 157.425 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთში, ერთი წლის ვადით - 2023 წლის 9 თებერვლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ტრანსფორდისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს შპს ტრანსფორდს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს ტრანსფორდისთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) შპს ტრანსფორდისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი