შპს „ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2023 15:26
მიღების თარიღი ივლისი 20, 2023
შპს „ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-1214,06.07.2023) საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.
აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს მაუწყებლების მიერ ყოველწლიური ანგარიშების წარმოდგენის პროცესს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა. მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, შპს ,,ემბისი ფმ 93,5-ს“ აუდიტის დასკვნა კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაში და დღეის მდგომარეობითაც არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს,,ემბისი ფმ 93,5-ის“ მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას და ითხოვს რეაგირებას.
შპს„ემბისი ფმ 93,5-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებ შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ, კომისიის უწყებრივ რეესტრში დაცულ და საჯარო რეესტრში მითითებულ მისამართებზე. შეტყობინება, ასევე, განთავსდა საჯაროდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“ კომისიის შეტყობინება ჩაბარდა 2023 წლის 19 ივლისს 14:45 საათზე.
2023 წლის 20 ივლისის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ემბისი ფმ 93,5-ის“ წარმომადგენელი, ასევე კომპანიას არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“ მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-1214, 06.07.2023).
2.შპს„ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება (17.07.2023 Nგ-23-03/1580) კომისიის 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.
3.შპს„ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ კომისიის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი (გზავნილის კოდი: AP01009148884);
4.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს„ემბისი ფმ 93,5-ის“ შესახებ მონაცემები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს„ემბისი ფმ 93,5“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე პირს.
2.შპს,,ემბისი ფმ 93,5-ს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნა არც 1 მაისამდე და არც 20 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.
3.შპს,,ემბისი ფმ 93,5-ის“ მიმართ ერთი წლის განმავლობაში იგივე/ერთგვაროვანი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
2.,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ემბისი ფმ 93,5-ის“ მიერ 2023 წლის 1 მაისამდე აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოუდგენლობით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც წარმოადგენს კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ემბისი ფმ 93,5-ს“ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“ უნდა დაევალოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1.შპს „ემბისი ფმ 93,5-ს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.
2.უზრუნველყოს შპს „ემბისი ფმ 93,5-მა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აუდიტის დასკვნის კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
3.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს„ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ ჩაბარების დღიდან.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ემბისი ფმ 93,5- სთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).
6.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს„ემბისი ფმ 93,5-ისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
