წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 133

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2023 9:57

მიღების თარიღი მარტი 16, 2023

შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში  „კომისია“) აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-426, 28/02/2023) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის   დაკისრების  თაობაზე, მის მიერ„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  53-ე  მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში (N23-10-426 28/02/2023) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ 2022 წლის აგვისტოდან მაუწყებელს არ გამოუქვეყნებია და  კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

კომისიამ წერილობით  (24/01.2023 Nგ-23-04/128) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს (ადრესატს წერილი ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 27.01.2023)   და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელთა თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 16 მარტს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს ეცნობა შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენელი ვ.მეძმარიაშვილი, რომელმაც აღიარა სამართალდარღვევა და განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდება.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-426  28/02/2023) თანდართული დოკუმენტაციით.

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის გაგზავნილი კომისიის წერილი (Nგ-23-04/128 24/01/2023) და აღნიშნული წერილის ჩაბარების  დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის შესახებ მონაცემები.

4. კომისიის აპარატის  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (23-10-518 16/03/2023).

5. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენლის ვ.მეძმარიაშვილის ახსნა- განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის თარიღი: 06.10.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა).

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს 2022 წლის აგვისოდან 2023 წლის 16 მარტამდე კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

მტკიცებულება:   1.  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის მოხსენებითი   ბარათი   (N23-10-426   28/02/2023);   

2. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი  (23-10-518  16/03/2023);  

3. შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ის წარმომადგენლის ვ.მეძმარიაშვილის  ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2023 წლის 16 მარტის სხდომაზე.

3. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, წარმოდგენილი აქვს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე (ფორმა 4.15).

მტკიცებულება: კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (23-10-518  16/03/2023).

4.  შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი   „საქართველოს   საარჩევნო კოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს მედიამომსახურებისა  და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს1)ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს2) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების  მიზნით.  ასეთი  აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული   ტელემაუწყებლობა  ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ21) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს.

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ3) სამაუწყებლო ბადე არის მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების    სფეროში მოქმედი    საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,   კომისიის   დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; (30.12.2022-მდე მოქმედი რედაქციით: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.)

9. „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის   „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ იგი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება; (30.12.2022-მდე მოქმედი რედაქციით: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის  თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.);

10. „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს   შესაბამისი  საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.  კომისია  დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას    მიაჩნია,   რომ   შპს   „ტელე-რადიო   კომპანია   ტვ   24“-ის   მიერ  კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის 16 მარტამდე სამაუწყებლო        ბადის   წარმოუდგენლობით   დარღვეულია,  „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს  კანონის 451     მუხლის  მე-12  პუნქტის „ა“  და „დ“ ქვეპუნქტები, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების   ნაწილობრივ ძალადაკარგულად    ცნობისა   და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე), რომელთა საფუძველზე, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე.

აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ტელე- რადიო კომპანია ტვ 24“-ის მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“, „ს1“, „ს2“ და „ჰ21“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლისა და 71- ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98- ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-ს   მიეცეს წერილობითი  გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო.

2.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  გადაწყვეტილების შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (თ.ხუხუნაიშვილი) შპს„ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ 24“-სთვის  გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  (გარდა  მე-3  პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე    წევრი

ივანე მახარაძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები