საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2023 15:22
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის № 64 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის N12 ზეპირი მოსმენის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის № 64 სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:
ა) შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
ბ) შპს „საქაერონავიგაციისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
გ) შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
დ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის №63 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №64 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2023 წლის 26 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №64 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „ჰორიზონს ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
4. ინდ. მეწარმე „ნანა სარქისიანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
5. შპს „სმარტნეტის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
6. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
7. შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);
8. შპს „ეარნეტის“ (ს/კ 437058103) პარტნიორთა წილის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).