წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 381

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2023 17:15

მიღების თარიღი აგვისტო 17, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2023 წლის 17 აგვისტოს  № 46 სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის  2023 წლის  17 აგვისტოს № 46 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2023 წლის 17 აგვისტო, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.  სს „Hualing  international  special  economic  zone“-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4. შპს „ოპტიმუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.   შპს „უსაფრთხოების სამსახური კასკადისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6. რადიომოყვარულ გოჩა შეწირულისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ   (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.     შპს „მაგთიკომის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561   და 562   მუხლების შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

8.    შპს „საინფორმაციო ცენტრი შპს ,,კოლხეთი 89“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);

9.  შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები