წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-17 / 301

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2023 0:59

მიღების თარიღი ივნისი 29, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2023 წლის 29 ივნისის №37 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 29 ივნისის №37 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა)სს„სილქნეტის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე  ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

ბ)სს  „სილქ  მედიას“  გამოძახებით  აუდიოვიზუალურ  მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების  განხილვის  თაობაზე  (მომხს. მაია  ქადეიშვილი- იურიდიული  დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

გ)შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების  განხილვის  თაობაზე  (მომხს.  მაია ქადეიშვილი- იურიდიული  დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 29 ივნისის №37 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №37 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                      2023 წლის 29 ივნისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის №37 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.ინდ.მეწარმე „ალი აბუზაროვისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

3.რადიომოყვარულ ზაზა ითაშვილისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

4.რადიომოყვარულ  რენე მატტესისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

5.სს„სილქნეტის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

6.სს„სილქ მედიას“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

7.შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენსის“ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი- იურიდიული დეპარტამენტი, ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფი);

8.შპს „ისტერას“ (ს/ნ:400130942) განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე (მომხს. თამარ მარღანია-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

9.“მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა-კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

10.შპს„გურია-ნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თეა კაველიძე-იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები