წვდომის მენიუ

შპს „იუნისელ მობაილის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 528

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 04, 2023 14:36

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

შპს „იუნისელ მობაილის“  ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „იუნისელ მობაილმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3549, 06.11.2023) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუნისელ მობაილის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი,    კერძოდ,  არ  იყო  შევსებული ვებ-გვერდის  ველი  და ავტორიზაციის დეკლარაცია  არ   იყო   ხელმოწერილი.   თანდართულ   დოკუმენტებში   არ   იყო წარმოდგენილი ავტორიზებადი  საქმიანობის კატეგორიები,  თუ რაზე  სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა, და კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის   მე-3   პუნქტის   შესაბამისად   თუ   დეკლარაციის   თანდართული   დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის   სრულყოფილად   წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის  შემთხვევაში ავტორიზაცია   არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2023 წლის 9 ნოემბრის Nგ-23-22/503 გადაწყვეტილებით შპს „იუნისელ მობაილს“ განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-23-7/3549, 06.11.2023 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „იუნისელ მობაილს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2023 წლის 16 ნოემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიამ დოკუმენტაცია კომისიაში წარმოადგინა 2023 წლის 20 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3717).  კომპანიის  მიერ  დამატებით  წარმოდგენილ  იქნა  ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები   სადაც   ქსელის   აღწერილობაში   და   მომსახურების   მიწოდებაში მონიშნულია საკანალიზაციო   არხები,   საკომუნიკაციო   ანძები,   ფიჭური   ორგანიზების   ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა GSM, LTE, მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, მოძრავი საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების  გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა, მონაცემთა   გადაცემა   და   ა.შ.   ავტორიზებადი   საქმიანობის   კატეგორიებში მონიშნული ველები იმდენად ქაოტურად და შეუსაბამოდ არის შევსებული საჭიროა კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური განმარტება თუ რა ტიპის საქმიანობის/საქმიანობების განხორციელებას გეგმავს. ასევე  კომპანიის  მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტაციიდან  ვერ  დგინდება  თუ  როგორ მოხდება ფიქსირებული  და მობილური  ქსელის  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებისთვის ტექსტური შეტყობინების მომსახურების მიწოდება. საჭიროა დამატებით იქნას წარმოდგენილი დეტალური აღწერა და ტექნიკური სქემა აღნიშნული მომსახურების მიწოდების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „იუნისელ მობაილს“ (ს/კ(ს/კ405656124) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3549, 06.11.2023));

2.  განემარტოს შპს „იუნისელ მობაილს“,  რომ  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა  არ  ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „იუნისელ მობაილისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „იუნისელ მობაილისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „იუნისელ მობაილისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები