წვდომის მენიუ

შპს „აიტი ალიანსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 504

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2023 15:39

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2023

შპს „აიტი ალიანსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აიტი ალიანსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3395,24.10.2023)„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს   კანონის   შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს „აიტი  ალიანსის“  ავტორიზაციის  დეკლარაცია  არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი,  კერძოდ,  არ  იყო  შევსებული  ვებ-გვერდის ველი. საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრებში არ იყო სწორად შევსებული საიდენტიფიკაციო კოდის ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი. ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში გაუგებარი იყო, თუ როგორ აპირებდა კომპანია WIMAX ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდებას, როდესაც კომპანია არ ფლობდა სიხშირულ რესურსს, ასევე ქსელის აღწერილობაში კომპანიას არ ქონდა მონიშნული შესაბამისი ელემენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის  თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის  სრულყოფილად  წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა  არ  ართმევს  პირს  უფლებას,  განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2023 წლის 26 ოქტომბრის Nგ-23-22/491 გადაწყვეტილებით შპს„აიტი ალიანსს “ განესაზღვრა   5 დღე ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-2 3-7/3395,24.10.2023 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს„აიტი ალიანსს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა  2023 წლის  30 ოქტომბერს ელექტრონულ მისამართზე, კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1.განუხილველად დარჩეს შპს„აიტი ალიანსის“ (ს/კ438729654) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3395, 24.10.2023);

2.განემარტოს შპს„აიტი ალიანსს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს„აიტი ალიანსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„აიტი ალიანსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს„აიტი ალიანსისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები