წვდომის მენიუ

შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-23-12 / 367

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2023 15:04

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსის“  ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2270,   12.07.2023) „ელექტრონული   კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსის“ ავტორიზაციის განცხადების თანდართულ  დოკუმენტებში  არ  იყო წარმოდგენილი  კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება, ასვე ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში გაუგებარი იყო, თუ რა საქმიანობებზე სურდა კომპანიას ავტორიზაციის გავლა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის   თანდართული   დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის   სრულყოფილად   წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა  არ  ართმევს პირს  უფლებას, განმეორებით  მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის 2023 წლის 13 ივლისის Nგ-23-22/321 გადაწყვეტილებით შპს „ინტერკონექტ ვოიპ  სოლუშენსს “ განესაზღვრა 5 დღე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში    ავტორიზაციის  გავლის თაობაზე  კომისიაში წარმოდგენილი განცხადების №შ-2 3-7/2270, 12.07.2023 და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით. შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსს“ კომისიის გადაწყვეტილება გაეგზავნა 2023 წლის 14 ივლისს  ელექტრონულ  მისამართზე,  განმეორებით  კომპანიას  გადაწყვეტილება გაეგზავნა 2023 წლის 17 ივლისს განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისმართზე. კომპანიას ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18  მუხლის  მე-3  პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსის “ (ს/კ 404673698) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2270, 12.07.2023);

2.  განემარტოს შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსს“,  რომ  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა არ  ართმევს  პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი   თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები