წვდომის მენიუ

შპს“ეარლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-23-11 / 298

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2023 15:53

მიღების თარიღი ივნისი 22, 2023

შპს“ეარლაინის“  წილის 100%-ის შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 9 ივნისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1442 09.06.2023) მიმართეს შპს „სიმნეტმა“ და შპს „ეარლაინმა“ შპს „სიმნეტის“ (ს/კ 424066441) მიერ შპს „ეარლაინის” (ს/კ 442730788)   წილის 100%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ტრანზაქციაში მონაწილე პირები შპს „სიმნეტი“ და შპს „ეარლაინი” წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.

შპს „სიმნეტს“ 2012 წლის 4 მაისიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს „ეარლაინს ”  2015 წლის 16 მარტიდან ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „სიმნეტის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე (პ/ნ 01010007185).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ავტორიზებული პირი, შპს „სიმნეტი“ ასევე 100%-იან წილებს ფლობს შპს „დრაივლაინ“-სა და შპს   „ჰაილაინში“. აღნიშნულ კომპანიებშიც ფიზიკური პირი დავით ცერცვაძე წარმოადგენს დირექტორს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „სიმნეტი“ , შპს დრაივლაინი“ და შპს „ჰაილაინი“ არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ავტორიზებული პირები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

შპს „ეარლაინის“ დირექტორი და კომპანიის წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური  პირი  სერგო  კვარაცხელია  (პ/ნ  51001007501).  კომპანიის  დამფუძნებელი  და დირექტორი ისევე როგორც შპს„ეარლაინი“ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია.  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ეარლაინი“ და მისი დირექტორი  და  დამფუძნებელი,      ფიზიკური  პირი  სერგო  კვარაცხელია  არ  არიან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან:

შპს „სიმნეტი“ და შპს „ეარლაინი“  ახორციელებენ ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით. კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“ და შპს „ეარლაინის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიების მიხედვით 2022 წლის იანვრიდან და 2023 წლის აპრილის ჩათვლით შეადგინა:

რეგიონების ჭრილში ზემოაღნიშნული კომპანიების კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რეგიონში არსებული ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში 2023 წლის მარტის მდგომარეობით შემდეგია:

 

ინფორმაცია  შპს „სიმნეტის“  და  მასთან  აფილირებული  ავტორიზებული  პირების რეგიონების ჭრილში კუთვნილი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის რეგიონში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

აღსანიშნავია, რომ შპს “სიმნეტს” და მასთან აფილირებულ კომპანიებს შპს„ეარლაინთან“ თანაკვეთა ოპერირების კუთხით აქვთ მხოლოდ წალენჯიხის რაიონში, სადაც სიმნეტი და მასთან აფილირებული კომპანიები წარმოდგენილნი არიან 1.5%-იანი საბაზრო წილით, ხოლო შპს „ეარლაინი“ 9%-იანი საბაზრო წილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს„ეარლაინის“ წილის 100%-ის შპს„სიმნეტის” მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს შპს „ეარლაინის“ წილის 100%-ის შპს „სიმნეტის”მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“ შპს „ეარლაინის“ წილის 100%-ის   შპს „სიმნეტის” მიერ შეძენაზე;

2.განემარტოს შპს„სიმნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს„სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი,ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64), შპს „სიმნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური                 თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ვახტანგ აბაშიძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები