შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2022 13:12
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022
შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N22-10-1552, 01/09/2022) ირკვევა, რომ შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. შპს „ჰამბურგს“ დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ: შპს „ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი-TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.; ასევე, შპს „ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების -3455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; -საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-300773062 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.
კომისიის ადმინისტრაციის საფინასო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ჰამბურგს“ ასევე არ შეუსრულებია 2021 წლის 28 ოქტომბრის N გ21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ არ აქვს ჩარიცხული 2022 წლის 28 აგვისტომდე გრაფიკით გადასახდელი სალიცენზიო თანხა -1782,00 ლარის ოდენობით და სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანება 28 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს -5237 ლარს (3,455+1782).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილება კომპანიას ჩაბარდა 2022 წლის 21 ივლისს. გადაწყვეტილება ჩაიბარა შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელმა თ. კაკულიამ.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებით ბარათში აღნიშნულ ერთ-ერთ დარღვევასთან, კერძოდ 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N გ-22-03/2131.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს. ამავე გადაწყვეტილებითა და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართის თანახმად, შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო ვალდებულებაა: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10.692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 აპრილის Nგ-22-18 / 176 გადაწყვეტილებით შპს „ჰამბურგს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და ამასთან დაევალა ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების - 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ხოლო, „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ 2022 წლის 7 ივლისის გ-
22-18 / 314 გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „შპს
„ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22-18/176 გადაწყვეტილების
მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და ამავე გადაწყვეტილებით დაევალა ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების - (მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი თვეების) 3,455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.
კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის N გ-22-23 / 402 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 27 ოქტომბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათიდან (N 22-10-1838, 27/10/2022) დამატებით ირკვევა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია კომისიის 2022 წლის 07 ივლისის N-22-18/314 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ შპს „ჰამბურგმა“ არ უზრუნველყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების -3455.00 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ასევე, არ შეუსრულებია შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული ვალდებულება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ:
891.00 ლარი-2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი -2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი-2022 წლის 28 სექტემბრამდე და 891.00 ლარი-2022 წლის 28 ოქტომბრამდე (ჯამში 4 თვე -3564 ლარი). შესაბამისად, 2022 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო გადასახადი ჯამურად შეადგენს 7,019.00 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრებები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.
კომისიის 2022 წლის 27 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელი მ. ტარახჩევი, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის ანგარიშზე იყო დადებული ინკასო და ყადაღა, თუმცა შეძლეს გარკვეული პროექტის განხორციელება და თანხის მოზიდვა კომპანიაში. ჯარიმის თანხა ავტომატურად მოიხსნა კომპანიის ანგარიშიდან და გადაიფარა, ვინაიდან ეს ვალდებულება ედო ანგარიშს. მ.ტარახჩევმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სალიცენზიო თანხის სრულად დაფარვას ვერ მოახერხებენ და თუ იქნება შესაძლებელი, რომ წლის ბოლომდე, ორ ეტაპად გადაიხადონ, შეასრულებენ ამ ვალდებულებას. კომპანიას ამ პერიოდში გარკვეული შეფერხებები ჰქონდა კომერციულ საქმიანობაში და აქტივების მოზიდვა, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდათ, გახდა შეუძლებელი. მან დასძინა, რომ კომპანიის აქტივი უნდა გაიყიდოს და დამატებითი სახსრებიც იქნება მოზიდული. აქედან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს კომისიას, რომ თუ შესაძლებელია, ორ გადახდად გადაუნაწილოს სალიცენზიო საფასური. პირველ გადახდას ხვალვე განახორციელებენ და ერთი თვის განმავლობაში მეორე ნაწილის გადახდასაც შეძლებენ და ამით სრულად გადაფარავენ დავალიანებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკითხის დამატებით მოკვლევის მიზნით კომისიის 2022 წლის 27 ოქტომბრის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2022 წლის 3 ნოემბერს, რის თაობაზეც შპს „ჰამბურგი“ სხდომაზევე გაფრთხილდა. კომისიის 3 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელი.
კომისიაში 2022 წლის 3 ნოემბერს შემოვიდა შპს „ჰამბურგის“ განცხადება (შ-22-6/4019, 03.11.2022), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის ცნობილია 2022 წლის 3 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგი და არ არიან წინააღმდეგნი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე განიხილოს შპს „ჰამბურგის“ ლიცენზიის დროებით (სამი თვით) შეჩერების საკითხი.
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N 22-10-1905, 03/11/2022) ირკვევა, რომ 2022 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის ჯამური დავალიანება შეადგენს -7,019 .00 ლარს.
კომისიის 2022 წლის 3 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2022 წლის 10 ნოემბრის 15:00 საათი განისაზღვრა. აღნიშნულის თაობაზე კომისიის შეტყობინებით (N გ-22-03/2613, 08/11/2022) ეცნობა შპს „ჰამბურგს“. კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N22-10-1552, 01/09/2022);
2. შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილება და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზია;
3. შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ 2022 წლის 26 აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
4. შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების შპს „ჰამბურგისთვის“ 2022 წლის 21 ივლისს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
5. 2022 წლის 6 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N გ-22-03/2131;
6. შპს ,,ჰამბურგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
7. კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის N გ-22-23 / 402 გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
8. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 22-10-1838, 27/10/2022);
9. შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენლის მ.ტარახჩევის მიერ კომისიის 2022 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
10. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1905, 03/11/2022);
11. შპს „ჰამბურგის“ 2022 წლის 3 ნოემბერის განცხადება (შ-22-6/4019, 03.11.2022);
12. კომისიის შეტყობინებები გაგზავნილი შპს „ჰამბურგთან“ (N გ-22-03/2557, 01/11/2022 და Nგ-22-03/2613, 08/11/2022).
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ჰამბურგი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B110 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2031 წლის 28 ოქტომბრამდე;);
2. „შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა შპს ”ჰამბურგის“ (ს/ნ 405179925) კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან 2031 წლის 28 ოქტომბრამდე, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით: 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე;
891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე;
891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე;
891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00
ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი
– 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი –
2022 წლის 28 ოქტომბრამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჰამბურგს“ ასევე განესაზღვრა B110 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
3. „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჰამბურგს“ მიეცა გაფრთხილება „შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის # B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული პირობების დარღვევი გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ჰამბურგს“ დაევალა უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების - 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22; - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773062; „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგს“ ჩაბარდა 2022 წლის 26 აპრილს;
4. „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 ივლისის გ-22-18 / 314 გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „შპს „ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო და ამავე გადაწყვეტილებით დაევალა ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების - (მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი თვეების) 3,455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგს“ ჩაბარდა 2022 წლის 21 ივლისს;
5. შპს „ჰამბურგს“ არ ჰქონდა შესრულებული „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 7 ივლისის გ-22-18 / 314 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ: შპს „ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900; ბანკი სახელმწიფო ხაზინა; კოდი- TRESGE22; სახაზინო კოდი -302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.; კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომისიის მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი N გ-22-03/2131.
6. შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ 2022 წლის 7 ივლისის გ-22-18 / 314 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ: შპს
„ჰამბურგს“ უნდა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების -3455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; -საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-300773062 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა.
7. შპს „ჰამბურგს“ არ ჰქონდა შესრულებული 2021 წლის 28 ოქტომბრის Nგ21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ არ ჰქონდა ჩარიცხული 2022 წლის 28 აგვისტომდე გრაფიკით გადასახდელი სალიცენზიო თანხა -1782,00 ლარის ოდენობით; 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანება შეადგენდა - 5237 ლარს (3,455+1782).
8. 2022 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით კომპანიას არ აქვს შესრულებული „შპს „ჰამბურგისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 ივლისის N-22-18/314 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ შპს „ჰამბურგმა“ არ უზრუნველყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის) ჯამური დავალიანების-3455.00 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, ასევე, შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული ვალდებულება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ: 891.00 ლარი-2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი -2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი-2022 წლის 28 სექტემბრამდე და 891.00 ლარი-2022 წლის 28 ოქტომბრამდე. შესაბამისად, შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო გადასახდელების ჯამური ოდენობა შეადგენს (3455+3564) -7,019.00 ლარს.
9. შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის ჯამური ოდენობა შეადგენს 7,019.00 ლარს.
10. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჰამბურგის“ მიმართ გამოყენებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - გაფრთხილება და ჯარიმა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; ამავე მუხლის ტ1) ქვეპუნქტის თანახმად, რადიომაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით, ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.
6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე.
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 ივლისის გ-22-18/314 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით და სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით, შპს ,,ჰამბურგის“ მიერ დაირღვა „შპს „ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, „შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილებით შპს „ჰამბურგს“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა, ამასთან წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი ახალი დარღვევა და აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და კომპანიის მიერ კვლავ გრძელდება ანალოგიური დარღვევა, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის B110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა შპს „ჰამბურგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ჰამბურგს“ შეუჩერდეს კერძო რადიომაუწყებლობის NB110 ლიცენზიის მოქმედების ვადა სალიცენზიო დავალიანების - 7,019.00 ლარის სრულად გადახდამდე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადით.
კომისია აქვე განმარტავს, რომ ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) და ტ1) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეჩერდეს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადა სალიცენზიო დავალიანების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდამდე, მაგრამ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვისა;
2. აეკრძალოს შპს „ჰამბურგს“ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე;
3. შპს „ჰამბურგმა“ უზრუნველყოს სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის ) ჯამური დავალიანების - 7,019.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22; - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773062;
4. შპს „ჰამბურგი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოადგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) ამ გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი;
10. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე) და კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე კონტროლი;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
