წვდომის მენიუ

შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს №გ-22-1/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-22-2 / 483

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 14:09

მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2022

შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს №გ-22-1/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფმა“ (ს/ნ 404622850) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/4127, 10/11/2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5121, 25/08/2022) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფს“ სურს 2022 წლის 20 ნოემბრიდან გავრცელდეს შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომისიაში ასევე შემოსულია შპს  „ტელეკომპანია  ეგრისის“  წერილი  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-22-6/4131, 11/11/2022) შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფი“ კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს №გ-22-1/376 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5121, 25/08/2022),

შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2022 წლის 25 ოქტომბრამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2022 წლის 17 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი თინათინ ხორბალაძე, რომელმაც სხდომაზე აღნიშნა რომ არ არის წინააღმდეგი მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის 12 საათამდე მოდიფიცირების. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის    ავტორიზაციის    (BR-5121,    25/08/2022)    მოდიფიცირება,    კერძოდ მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი) და მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ (ს/ნ 404622850) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5121, 25/08/2022), შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს №გ-22-1/376 გადაწყვეტილებაში და:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;“ ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.გ) ქვეპუნქტი: „ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი);“ გ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.გ) ქვეპუნქტი: „ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“ დ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით და ინტერნეტით მაუწყებლობა 2022 წლის 25 ოქტომბრამდე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2022 წლის 20 ნოემბრამდე;“

2. შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს  საქართველოს  ტერიტორიაზე  მოქმედ  ნორმატივებსა  და  სტანდარტებს,  იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები