,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 16, 2022 13:44
მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია“) ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მუდმივად ხორციელდება ცვლილებები. შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისა და სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, კომუნიკაციების კომისიამ 2018 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო პროექტებზე დაფუძნებული მუშაობის პროცესის დანერგვა და თანამშრომლების ჩართულობით ახორციელებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს. 2019 წლიდან HICD/ USAID პროგრამის მხარდაჭრით, კომუნიკაციების კომისიაში, ასევე, დაინერგა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, 2020 წელს კი, შემუშავდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი“ (შემდგომში „შეფასების წესი“) და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკისა და კარიერული განვითარების სახელმძღვანელო“ (კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილება). შეფასების წესით განისაზღვრა კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი და მეთოდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. შეფასების სისტემის არსებობამ, კომუნიკაციების კომისიას ორგანიზაციული ეფექტიანობის სისტემურ განვითარებასთან ერთად, მისცა საშუალება ისეთი შიდა ორგანიზაციული აქტივობების განხორციელებისა, როგორიცაა თანამშრომელთა დასახული მიზნების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, თანამშრომელთა კარიერული და პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა, მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, წახალისება თუ სხვა შრომით-სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა და სხვ.
ორგანიზაციული და ინდივიდუალური ეფექტიანობის გაზრდისათვის, კომუნიკაციების კომისია მუდმივად აკვირდება არსებულ სამუშაო პროცესებს, დანერგილ პარაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები. 2022 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც დაგროვდა გარკვეული პრაქტიკა, კომისიაში განხორცილდა დანერგილი შეფასების სისტემის შუალედური რევიზიაც, რაც გულისხმობდა 2019 წლიდან 2022 წლამდე დაგროვილი პრაქტიკის ანალიზს, სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების იდენტფიცირებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოსწორების გზების ძიებას. შეფასების სისტემის შუალედური რევიზია განსაზღვრული იყო კომისიაში დანერგილი სამუშაო პროცესების ხარისხის სისტემის ISO 9001 მიხედვითაც.
კომუნიკაციების კომისიაში დანერგილი შესრულების მართვისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის რევიზიის პროცესი წარიმართა გერმანელი ექსპერტის, ჰანს რიგერის დახმარებით, რომელიც კომუნიკაციების კომისიას კონსულტირებას უწევდა შეფასების სისტემის დანერგვის პროცესშიც. კერძოდ, ჰანს რიგერის მიერ, USAID/HICD დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2019 წელს შემუშავებული იქნა შეფასების სისტემის საკონსულტაციო პაკეტი კომუნიკაციების კომისიისათვის, რომელიც მოიცავდა შეფასების სისტემის პროცედურას, შეფასების სისტემის მეთოდოლოგიას და ლიდერობის სახელმძღვანელოს.
შეფასების სისტემის შუალედური რევიზიისას, განხორციელდა სისტემაში ჩართული მონაწილე მხარეების მხრიდან პრაქტიკული იმპლემენტაციის დროს გამოვლენილი პრობლემების ანალიზი. ცვლილების მომზადებისას კომისიამ იხელმძღვანელა შეხვედრების დროს გამოკვეთილი, სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებით.
განახლებული შეფასების წესის შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდა კალიბრაციის საბჭოს უფლებამოსილებასთან, შეფასების სკალასა და შესრულებული სამუშაოს შეფასების ერთიანი ქულის კალკულაციის წესთან, ასევე, ქულათა კალიბრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. ცვლილების თანახმად, კალიბრაციის საბჭო ყოველი წლის დასაწყისში პასუხისმგებელი იქნება შესრულებული სამუშაოს შეფასების სკალის ერთიანი სტანდარტის შემუშავება/გადახედვაზე, რომელზე დაყრდნობითაც, ხელმძღვანელები თანამშრომლებთან ერთად განსაზღვრავენ შესრულებული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებს. წესში, ასევე, უფრო მეტი სიცხადისათვის, ახლებურად ჩამოყალიბდა შეფასების სკალისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების ერთიანი ქულის კალკულაციის წესთან დაკავშირებული დებულებები, ქულათა კალკულაციის მაგალითებისა და შეფასების სკალის განმარტებითი ცხრილების წარმოდგენის გზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესში“ ცვლილების განხორციელება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამოტივაციო პოლიტიკის და კარიერული განვითარების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2020 წლის 16 ივლისის Nგ-20-22/ 570 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დანართი N1 -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესი, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს წინამდებარე გადაწყვეტილებაზე თანდართული დანართი N1-ის შესაბამისად.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ნათია კუკულაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
