წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 481

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 14:13

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022

შპს  „TV   ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1796, 20/10/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2022 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N47-ში, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ოფისში, მაუწყებლის კანცელარიის თანამშრომლის ი. გოგოლაშვილის თანდასწრებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N48.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „TV ERA“-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი  სამაუწყებლო  არხების  ტრანზიტი:  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, „Music Box“, „ტვ 25“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, „ერთსულოვნება“, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box  art  house”,  „ფორმულა“,  “Gags  network”,  “GDS”,  “GT”,  “Ictv”, ”Иллюзион”,  „იმედი“, “Малатко ТВ”,“Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“, „მთავარი არხი“, “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, „ობიექტივი“, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რაგბი ტვ“, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,  “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”, “Рен ТВ”, „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Сарафан”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, “Наше любимое кино”, „Авто 24“, “Матч”, „Наука“, „Моя планета“, “HCT”, “Мама”, “Cinema”, “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”, “Мульт”, “THT 4”, “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, „Охота и  рыбалка“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „История“, „Мир сериала“, „Детский Мир“, „Родное кино“ “Exrim”.

შპს „TV ERA-ს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, „ტვ 25“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, „ერთსულოვნება“, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“, “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,  “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”, „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”,  “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”,  “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“ “Exrim”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TV ERA“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „TV ERA“-ს გაეგზავნა   წერილობითი შეტყობინება და მოწვეულ   იქნა   ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „TV ERA“-ს, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელი ნ. ვაშაყმაძე,   რომელმაც   განაცხადა,  რომ შპს „TV   ERA“-ს   „ტელეარხი   25“-ის   და „ერთსულოვნებას“ გავრცელების ნებართვა წარდგენილი აქვს კომისიაში, ხოლო სხვა მაუწყებლებთან დაკავშირებით ვერ მოახერხეს ნებართვების მიღება ფინანსური პრობლემების გამო. გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შემდეგი სხდომა გაიმართა 2022 წლის 10 ნოემბერს, 15:00 საათზე. სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც 2022 წლის 3 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა და ინფორმირებული იყო სხდომის თარიღის და დროის შესახებ.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის დამატებითი სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1936, 08/11/2022) თანახმად, შპს „TV ERA“-მ კომისიაში დამატებით წარმოადგინა   სამაუწყებლო არხების, „ტელეარხი 25“ და „ერთსულოვნებას“ რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, შპს „TV ERA“-ს კომისიაში კვლავ არ აქვს წარმოდგენილი 2022 წლის 21 სექტემბერს შემოწმების აქტში დაფიქსირებული შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”, “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”,  “Film  box”,  “Film  box  art  house”,  “Gags  network”,  “GDS”,  “GT”,  “Ictv”,  ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“, “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”, “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”, „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“,  „Авто  24“,  “Матч”,  “Мир”,  “Пятница”,  “Наше  новое  кино”,  “Арена”,  “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“ “Exrim”.

II. შესწავლილი მტკიცებულებები:

1.    კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N 22-10-1796, 20/10/2022)  თანდართული დოკუმენტებით.

2.    კომისიის   აპარატის   აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის შემოწმების აქტი N48.

3.    შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი.

4.    შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD).

5.    კომისიის  შეტყობინება შპს „TV ERA“-ს 2022 წლის 3 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

6.    კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 22-10-1844,  27/10/2022).

7.    შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის 2022 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

8.   კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N 22-10-1936, 08/11/2022).

9.    ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)   იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს “TV ERA” -ს თაობაზე.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული  პირი  (კომისიაში  ავტორიზაციის  თარიღი: 26.02.2010).

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2022 წლის 21 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N47-ში, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ოფისში, მაუწყებლის კანცელარიის თანამშრომლის ი. გოგოლაშვილის თანდასწრებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N48.

მტკიცებულება:   კომისიის    აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი   ბარათი   (N22-10-1796,   20/10/2022), შემოწმების აქტი N48, ვიდეო ჩანაწერი.

3.  შემოწმების  შედეგად   დაფიქსირდა,   რომ   შპს   „TV   ERA“   საკუთარი   საკაბელო ქსელით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, „ტვ 25“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“,   “CTC  Love”,  “Da  vinchi  kids”,  “Eleven  sport”,  “Disney”,  “Dmax”,  “Дом   кино”, „ერთსულოვნება“, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“,   “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,   “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”,  „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”,  “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”,  “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“,  “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“ “Exrim”.

მტკიცებულება:    კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათი   (N22-10-1796,   20/10/2022), შემოწმების აქტი N48, ვიდეო ჩანაწერი.

4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დამატებითი სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „TV ERA“-მ კომისიაში  დამატებით  წარმოადგინა სამაუწყებლო არხების, „ტელეარხი 25“ და „ერთსულოვნებას“ რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შპს „TV ERA“-ს კომისიაში კვლავ არ აქვს წარმოდგენილი 2022 წლის 21 სექტემბერს შემოწმების აქტში დაფიქსირებული შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების   უფლებამოსილების   დამადასტურებელი   დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, „ტვ 25“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, „ერთსულოვნება“, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“, “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,  “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”, „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”,  “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”,  “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“ “Exrim”.

მტკიცებულება:   კომისიის    აპარატის    აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1936, 08/11/2022).

6. კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/286 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA“ -ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის, ხოლო კომისიის 2022 წლის 2022 წლის 2 ივნისის N გ-22-18/234 გადაწყვეტილებით, დაეკისრა ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის ოდენობით.

მტკიცებულება: კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/286 და 2022 წლის 2 ივნისის გ-22-18 / 234 გადაწყვეტილებები.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-3   მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად,  საქართველოს  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა  და  ურთიერთობების რეგულირების  საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები    და შეთანხმებები,  ეს კანონი და  სხვა ნორმატიული აქტები;

2. „ლიტერატურისა  და  მხატვრული   ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია    საქართველოს  პარლამენტის  1994  წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების  შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

3. „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის კონვენციის   მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები,სარგებლობენ     განსაკუთრებული უფლებებით,         თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ  გაცნობისათვის  საჯარო  გადაცემის    უფლება    დართონ სადენებითა       და კავშირგაბმულობის უმავთულო   საშუალებებით.     შესაბამისად, ხელშეკრულებები   იცავენ რა  ავტორის   უფლებას ნაწარმოებთან    დაკავშირებით,    ამ ნორმის     გამოყენებისათვის აუცილებელია   ნაწარმოების საჯაროდ   გადაცემა   და   არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.   ,,ბერნის   კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”     აღნიშნულ    დანაწესთან სრულ  შესაბამისობაშია     „საავტორო  და მომიჯნავე   უფლებების   შესახებ”   საქართველოს კანონი,  რომლის  მე-18  მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ვ”   ქვეპუნქტით   ავტორს   ან   საავტორო უფლების  სხვა მფლობელს  აქვს ნაწარმოების გამოყენების  განსაკუთრებული უფლება,   რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება  დართოს  ან  აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და  ხელახალი გადაცემის  ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო   კავშირგაბმულობის   მეშვეობით   ისე,   რომ ის ხელმისაწვდომი  იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

4.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის  განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ  ფაქტს წარმოადგენს.

5. „შემსრულებლების,    ფონოგრამების,    დამამზადებლების  და  მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური  კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე  და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის,   მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის  ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.   უცვლელი   სახით   გადაცემაში იგულისხმება   ის   შემთხვევაც,   როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების    სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობა, მათ შორის,   საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

11.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ)  ქვეპუნქტის     თანახმად,     კომისია     უფლებამოსილია      ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას,  ასევე  მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

 

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,    ავტორიზებულ  პირთა   მიერ ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის,   მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა   და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

14. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული  პირის  მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ   შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის   მფლობელის   მიერ   სალიცენზიო პირობების    დარღვევის    შემთხვევაში    კომისია უფლებამოსილია    დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს,   ხოლო  კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან   1  წლის   განმავლობაში ახალი  ერთჯერადი  ხასიათის  დარღვევის  ჩადენის  შემთხვევაში  – დააკისროს  ჯარიმა, რომლის  ოდენობაა ავტორიზებული პირის      ან/და   ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული   ერთობლივი შემოსავალი    დღგ-ის    გარეშე)    0,5 პროცენტი,    მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”,“Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“,   “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,  “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”, „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”,  “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”,  “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“ “Exrim” შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის   კონვენციის 11bis მუხლი, ,,საავტორო   უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2022 წლის 2 ივნისის N გ-22-18/234 გადაწყვეტილებით, შპს „TV ERA”-ს მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის, დაეკისრა ჯარიმა   ბოლო 12   კალენდარული   თვის   შემოსავლის   0,5   პროცენტის   ოდენობით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ვინაიდან, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტი შეადგენს 13,704.12  ლარს,  შპს  „TV  ERA”-ს  მიმართ  გამოყენებული  უნდა  იქნეს  ჯარიმა 13,704.12 ლარის ოდენობით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV ERA“-ს უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“, “Музыка первого”, “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“, “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“, “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,   “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”,  „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”,  “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”,  “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“,    “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“, “Exrim” არამართლზომიერი გადაცემის დაუყონებლივ შეწყვეტა.

V. სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ”   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  „საავტორო   უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8  მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების   და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის   შესახებ”   რომის 1961 წლის   კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი   პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-4 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტისა და   36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „TV ERA“-ს დაეკისროს ჯარიმა 13,704.12 ლარის ოდენობით „ლიტერატურული  და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის 11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების   მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8  მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50- ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების   დარღვევის გამო.

2. შპს  „TV  ERA“-მ  უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი  რეკვიზიტების  მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 30 200 3251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3.  შპს  „TV  ERA“-ს  დაევალოს  საქართველოს  ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხების:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „სამეფო არხი“, “1 გასართობი”, “1+1”, “AHBR”, „აჭარა“, “ალტინფო“, “A1”, “A2”,   “Amedia hit”, “Amedia premium”, “C 1”, “ATV”, “TV 8”, “Боец”, “Bridge”, “TV 12”, “TV 3”, “ЧЕ”, „კომედი არხი“, “CTC Love”, “Da vinchi kids”, “Eleven sport”, “Disney”, “Dmax”, “Дом кино”, “Euronews geo”, “Euronews”, “Eurosport 1”, “Eurosport 2”, “X games”, “Fashion tv”, “Fight box”, “Film box”, “Film box art house”, “Gags network”, “GDS”, “GT”, “Ictv”, ”Иллюзион”, „იმედი“, “Малатко ТВ”, “Карусель”, “Star”, “KXL”, “Eleven sport 2”, “sport 2”, “K”, „მაესტრო“, „მარაო“,   “Музыка первого”,  “Nat geo Wild”, “National Gaographic”, “”, “O!2”, “NTV”, “TV 9”, „პალიტრა ტვ“, “Перец”, „ORT“, „НТВ“, „პოს ტვ“, „РБК“,  “RTG”, “RU TV”, „რუსთავი 2“, “Show”, „სილქ უნივერსალი“,  “Star cinema”, “Старт”, “Телекафе”, “360”, “TV 1000”, “TV 1000 ru”,  “TV 1000 action”, „ტვ პირველი“, “XXI”, “ТВЦ”, “Explorer”, “History”, “Nature”, “Viasat sport“, “Vip comedy”, “Vip megahit”, “Vip премиера”, „Время“, “Zee Tv”, “Кухня”, “Футбол 1”, “Футбол 2”, “Футбол 3”, „Звезда“, „Россия 24“, “THT”,  „Победа“, “kino jam”, “+0”, “Матч премиера”, “Black”, “Мир 24”, “Киносвидание”, “TV 3”, “Жара”, “Кинохит”, „Р“, „Д“, „Б“, „Дикий“, „Авто 24“, “Матч”, “Мир”, “Пятница”, “Наше новое кино”, “Арена”, “Игра”, „Киносемья“, „Россия 1“, “TV 24”, „K“, “Доктор”, „Родное кино“, “Exrim” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA”-სთვის დაუყოვნებლივ    გაგზავნა  და  კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები