საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 29, 2022 10:16
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის N56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის N56 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „ფინჯგუფის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-21-21 / 724 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი - ადმინისტრაცია);
2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 24 ნოემბრის N56 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №56 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 24 ნოემბერი, 15:00 საათი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს„მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. შპს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი- სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს„ტაქსი+600“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ფრი ტვ“-ის (ს/კ203845857) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს„სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „ფინჯგუფის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2დადგენილებაში „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ციალა უჯმაჯურიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
9. შპს "პროსერვისი"-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ. (მომხს.თამარ ხეცურიანი-სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
10. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.(მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
11. მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის N გ-20-9/156 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
12.შპს„სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
13. შპს „აგრომედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი);
14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია-სამართლებრივი დეპარტამენტი);
15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-21-21 / 724 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნათია დევდარიანი - ადმინისტრაცია).
