საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2022 14:44
მიღების თარიღი ნოემბერი 17, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის N55 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 17 ნოემბრის N55 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№55 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 17 ნოემბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N55 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. რადიომოყვარულ ალექსანდრე ნერსესიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. ინდ. მეწარმე „გოჩა დვალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „მაგისტრისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „ე.რ.ი. მედია ჯგუფის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს №გ-22-1/376 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „ფრი ტვ“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. შპს „არკომის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
9. შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).
