წვდომის მენიუ

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 89

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2021 0:55

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021

შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს „ვიონი საქართველომ“ წერილით 49/21 28.01.2021 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-შ-21-6/376 28.01.2021), სადაც კომისიის 2020 წლის 25 ივნისის № გ-20-9/559 „მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ“ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად ითხოვდა კომისიის თანხმობას აღნიშნულ წერილში მოცემული პაკეტის ცვლილების თაობაზე.

შპს „ვიონი საქართველო“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მისმა გადაცემამ მესამე პირებისათვის შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, კერძოდ, წარმოდგენილი დასაბუთება შეიცავს კომპანიის კომერციულ ხედვას კონკრეტული ტარიფების შესახებ.

შესაბამისად,  კომისიის  ოფიციალურ  ელექტრონულ  ფოსტაზე  2021  წლის  28 იანვრის  წერილით  49/21 28.01.2021  (კომისიაში  რეგისტრაციის  ნომერი  Nშ-შ-21-6/37628.01.2021) შპს „ვიონი საქართველომ“ მოითხოვა სატარიფო გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის მიერ ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის, 31-ე მუხლის „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კომისიის მოთხოვნის შესაბამისად შპს „ვიონი საქართველომ“ 09.02.2021 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-21-6/600 09.02.2021) კვლავ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.

კომისიამ შეისწავლა შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 49/21 28.01.2021 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-შ-21-6/376 28.01.2021) და  09.02.2021 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-21-6/600 09.02.2021) წერილებით მოწოდებული ინფორმაცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  დაკმაყოფილდეს შპს „ვიონი საქართველოს“ მოთხოვნა და ცნობილ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად: შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ 2021 წლის 28 თებერვალს 49/21 28.01.2021 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-შ-21-6/376 28.01.2021) და 09.02.2021 (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი Nშ-21-6/600 09.02.2021) წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და ამავე წერილებით წარმოდგენილი ინფორმაცია ექსელის ცხრილის სახით;

2. ინფორმაცია შპს „ვიონი საქართველოს“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს„ვიონი საქართველოს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.ვოტ),   აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-

2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიონი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში    შევიდეს კომისიის   ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების      კომისიის      ოფიციალურ      ვებ      გვერდზე      (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან  ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე      წევრი

ვახტანგ აბაშიძე     წევრი

ელისო ასანიძე       წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები