წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ტომ მურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 558

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2021 12:35

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

რადიომოყვარულ ტომ მურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/4432, 04.10.2021) მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ტომ მურმა (მცხ. 848 ბოიდის ქუჩა, ნორმანი, ოკლაჰამა, აშშ, პასპორტის № 429387122), საქართველოში მისი ვიზიტის (2021 წლის 8 ოქტომბერი - 2022 წლის 5 იანვარი) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ტომ მური, აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად არის “Primary” კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი K5BM.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ტომ მურს კომისიის 2016 წლის 8 დეკემბრის № 793/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L2BM საქართველოში მისი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518  მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ტომ მურს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2022 წლის 5 იანვრის ჩათვლით:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 083

 

ტომ მური

 

ქ.თბილისი, მოსკოვის გამზირი 48ა, ბ.47

 

4L2BM

 

„E“

 2. რადიომოყვარული ტომ მური, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას     ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო    კავშირის    (ITU)    მიერ    განსაზღვრული    რადიოსამოყვარულო    სამსახურის რეგულირების  ზოგადი    პრინციპები  და  ასევე  სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ტომ მურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ტომ მურისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები