წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ზურაბ ფიცხელაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 556

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2021 16:45

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

რადიომოყვარულ  ზურაბ ფიცხელაურისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/4448, 04.10.21) მიმართა მოქალაქე ზურაბ ფიცხელაურმა (მცხ. ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტ., მე-3 კორ., ბ. 21) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ზურაბ ფიცხელაური არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს № 580/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L7R. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზურაბ ფიცხელაურს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე:

 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 090

 

ზურაბ ფიცხელაური

 

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-6 კვარტ., მე-3 კორ., ბ. 21

 

4L7R

 

A

 2.   რადიომოყვარული  ზურაბ   ფიცხელაური, რადიომოყვარულთა   საერთაშორისო გაერთიანების   (IARU)მოქმედი   ინსტრუქციების შესაბამისად,   ვალდებულია   დაიცვას ტელეკომუნიკაციების  საერთაშორისო  კავშირის (ITU)  მიერ      განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით    სამოყვარულო    რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ზურაბ ფიცხელაურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ზურაბ ფიცხელაურისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები