წვდომის მენიუ

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 524

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2021 15:10

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის  დიდუბის  რ-ნის  სასამართლოს  მიერ  1996  წლის  26  ივლისს,  რეგ.  №2/8-24;  ს.კ.№201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/4124, 13.09.21) 2020 წლის 24 სექტემბრის № გ-20-7/715 გადაწყვეტილების შესაბამისი (დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად - ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთი) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შერჩეული რადიოსიხშირული წყვილი 12786 მჰც ± 1.75 მჰც    და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც) გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) -კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა    და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, მხოლოდ    სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური   დანიშნულებით   და   არ უნდა  იქნას  გადაცემული  სხვა  პირზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71   მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

კომისია აღნიშნავს, რომ 1996 წლის 8 მარტის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის 5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,    სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“, როგორც   საექსპორტო მილსადენის პროექტის კონტრაქტორი განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის  გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების       შესახებ“ საქართველოს კანონის 471    მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების      მე-5 მუხლის 5.1 და 5.3 პუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობის   უფლება №F2603 შემდეგი პირობებით: სიხშირეები -  12786 მჰც ± 1.75 მჰც და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც), მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) -  რუსთავი; მუხრანი (PS13) -  დუშეთი;  დიდი ფლევი (PS15) -  ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა და სუფსის ტერმინალი - ფოთი, ერთი წლის ვადით - 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2022 წლის 24 სექტემბრამდე, ოპერატიული    რადიოკავშირისთვის,     არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4. დაევალოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.   დაევალოს   კომისიის აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (ქ. სულიაშვილი) სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის   საბუღალტრო პროგრამაში (ნ.დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით    აღმაშენებლის  ხეივანი  № 64)  სს

„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები