რადიომოყვარულ სერგეი ხრიპკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2021 11:33
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
რადიომოყვარულ სერგეი ხრიპკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-9/2942, 12.07.2021 და № შ-21-9/3132, 22.07.2021) მიმართა მოქალაქე სერგეი ხრიპკომ (მცხ. ქ. თბილისი, ვარკეთილის მასივი, „ბ“ კვარტალი, ბინა 64), სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 50 მგჰც დიაპაზონში (6 მეტრიანი ტალღები) დროებით (2021 წლის 1 აგვისტო - 1 სექტემბერი) სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სერგეი ხრიპკო, არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2020 წლის 16 იანვრის № გ-20-7/23 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L9QQ. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში (რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე) რადიომოყვარულ სერგეი ხრიპკოს მიერ, სამოყვარულო რადიოკავშირი განხორციელებული იქნება 50 მჰც სიხშირეზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ სერგეი ხრიპკოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 მჰც სიხშირეზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2021 წლის პირველი აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 082 |
სერგეი ხრიპკო |
ქ. თბილისი, ვარკეთილის მასივი, ”ბ” კვარტალი, ბინა 64 |
4L9QQ |
„A“ |
2. რადიომოყვარული სერგეი ხრიპკო, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სერგეი ხრიპკოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) სერგეი ხრიპკოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
