საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-7 / 415

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2021 17:14

მიღების თარიღი ივლისი 15, 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ კომისიას მიმართა განცხადებებით (№38/1-2/12-114-ს, 02.06.2021 და №38/1-2/14-139-ს, 08.07.2021), მოთხოვნილი გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილებზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ.

მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები და მათი გამოყენების ტექნიკური  შესაძლებლობა შეათანხმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.

კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   274-ე   მუხლის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან   დაკავშირებული    ნორმატიული    აქტების    დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეები ერთი წლის ვადით ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული     პარამეტრების შესაბამისად;

2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4.   აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა                სამინისტროს   სახელმწიფო   საქვეუწყებო   დაწესებულება   საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2021 წლის 21 ივლისიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.   გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე

წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები