შპს „ქომუნიქიუს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ19-24/610 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-21-4 / 466

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2021 15:35

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021

შპს „ქომუნიქიუს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ19-24/610 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „ქომუნიქიუმ“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-21-7/3522, 10.08.2021) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლების გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქომუნიქიუ“ ფლობს კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ-19-24/610 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლებას 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (207 7000-207 7999).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ქომუნიქიუ“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე რეგისტრირებული აბონენტი არ ჰყავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ქომუნიქიუს" ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ-19-24/610 გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ქომუნიქიუსთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა)აღნიშნული   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს   „ქომუნიქიუსთვის“   გაგზავნა   (ნ.ჯავახიძე);

ბ)    აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ქომუნიქიუსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები