წვდომის მენიუ

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მაუწყებლობის განახლების თაობაზე

ნომერი: გ-21-3 / 203

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2021 17:30

მიღების თარიღი აპრილი 01, 2021

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მაუწყებლობის განახლების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-მ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/1462, 26.03.21) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია მაუწყებლობას განაახლებს 2021 წლის 15 აპრილს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2020 წლის 23 მარტიდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2021 წლის 22 მარტს. კომისიამ განაახლა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ავტორიზაცია 2021 წლის 25 მარტს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით (წერილი Nგ-21-03/883, 25/03/2021) .

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-112 და მე-114 პუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   2021   წლის   პირველი   აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს დირექტორი რამაზ ჩაჩანიძე.

ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიას   მიაჩნია, რომ  უნდა განახლდეს შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განახლდეს შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს (ს/ნ 404461998) მაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი, შემეცნებითი) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო)

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის განახლების თარიღი: 2021 წლის 15 აპრილი;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

2. შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3.    დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm- studio“- სთვის გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge)

გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე  წევრი

ნათია კუკულაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები