„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 01, 2021 13:30
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 აპრილს კომისიამ N გ-21-23/262 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის. კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 17 ივნისი.
კომისია აღნიშნავს, დადგენილებაში ცვლილებების შეტანა დაკავშირებული იყო „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში შესატან ცვლილებებთან. კერძოდ, მომხმარებელი პორტირების განაცხადს აფიქსირებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ერთიან ნომერზე. ავტორიზებული პირებისათვის ერთიანი ნომრის მისანიჭებლად საჭირო იყო „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებში ცვლილების შეტანა.
2021 წლის 17 ივნისს დანიშნული ზეპირი მოსმენა, გაგრძელდა 1, 15, 22 და 29 ივლისს.
კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-23/527 გადაწყვეტილებით შეწყდა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23 / 267 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მომზადებული ცვლილებები იყო მნიშვნელოვანი და საჭიროებდა ოპერატორებთან დამატებით განხილვას და შემდგომ დამუშავებას.
ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ რადგან „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23 / 267 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, ასევე უნდა შეწყდეს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილს N გ-21-23/262 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის მე-11 ნაწილის, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილის N გ-21-23/262 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ი. ბუთბაია);
6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ნათია კუკულაძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
