„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2021 17:36
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 29 აპრილს კომისიამ Nგ-21-23/267 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის.. კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 17 ივნისი.
ზეპირი მოსმენის გამართვამდე მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს და კომისიის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტს შორის შედგა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში შესატანი ცვლილებები. პროექტის განხილვის პროცესში გათვალისწინებული იქნა კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და შენიშვნები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესი კვლავ გრძელდებოდა, კომისიამ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო და გამართულიყო 2021 წლის 1 ივლისს.
2021 წლის 1 ივლისს დანიშნული ზეპირი მოსმენა, გაგრძელდა 15, 22 და 29 ივლისს, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები იყო მნიშვნელოვანი და საჭიროებდა ოპერატორებთან დამატებით განხილვას და შემდგომ დამუშავებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064 პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23 / 267 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1061 მუხლის პირველი ნაწილის, 103-ე მუხლის 11 ნაწილის, 1064 პირველი ნაწილის, 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით კომისიის 2021 წლის 29 აპრილის Nგ-21-23 / 267 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ი. ბუთბაია);
6. კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი