წვდომის მენიუ

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: გ-21-20 / 549

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2021 16:28

მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021

შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2021 წლის 10 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4116), რომელიც შემდგომში დაზუსტდა 2021 წლის 21 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4277), მიმართეს შპს „აჭარასპორტ.ტვ“ და შპს „აჭარა.ქომ“-მა კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის მაუწყებლის ეთერში მართლზომიერად განთავსების უფლების შესახებ ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. შპს „აჭარასპორტ.ტვ“ და შპს „აჭარა.ქომ“-მა მოითხოვეს წარმოდგენილი ხელშეკრულებების სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

შპს „აჭარასპორტ.ტვ“ და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ 2021 წლის 23 სექტემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4277) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

 

  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)
  • (დახურულია)

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის 2021 წლის 23 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4277) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად, გარდა ხელშეკრულების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადების, უფლების ექსკლუზიურობის, გავრცელების ტერიტორიის და ტექნოლოგიისა,  ვინაიდან, შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის 2021 წლის 23 სექტემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4277) და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ 2021 წლის 23 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, გარდა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა.
  2. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ 2021 წლის 23 სექტემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4277) წარმოდგენილი ხელშეკრულებების საგნის, მხარეების, ხელშეკრულების ვადის, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა და ხელშეკრულების ექსკლუზიურობის საკითხის შესახებ ინფორმაცია მიჩნეულ იქნას ღიად.
  3. ამ გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
  4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია გახდეს ღია კანონმდებლობის შესაბამისად წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ შპს „აჭარასპორტ.ქომ“ და შპს „აჭარა.ქომ“-ი აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით წინამდებარე გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ სასამართლოში.
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ისათვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
  7. გადაწყვეტილება       ძალაში       შევიდეს       მისი      სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე. 
  8. გადაწყვეტილება, გარდა მისი მე-2 და მე-4 პუნქტებისა, შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების  კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების  დღიდან ერთი თვის ვადაში;
  9. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2  და მე-4 პუნქტები შეიძლება გასაჩივრდეს   შპს „აჭარასპორტ.ქომ“-ისა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ, ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, რაც შპს „აჭარასპორტ.ტვ“ და შპს „აჭარასპორტ.ქომ“-მა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.
  10. კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები