შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 06, 2021 18:13
მიღების თარიღი სექტემბერი 02, 2021
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2021 წლის აგვისტოში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ ორი წერილი: 2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516), ხოლო 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779).
კომპანიამ 2021 წლის 10 აგვისტოს წერილით და მისი დანართებით(დანართი N1, N2, N3) წარმოადგინა დამატებითი განმარტება შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის, თამარ ბოკუჩავას, მიერ კომისიაში 2021 წლის 26 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-21-6/3170), დანართის სახით, წარმოდგენილი მის მიერ 2021 წლის 15 აპრილიდან - 2021 წლის 25 ივლისის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის 2.2 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის 2021 წლის 29 ივლისის N გ-21-20/454 გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა კომერციულ საიდუმლოებად. 2021 წლის 23 აგვისტოს კი წარმოადგინა დამატებითი წერილი, რომელშიც კომპანია განმარტებას აკეთებს და წარმოადგენს დამატებით დოკუმენტს 2021 წლის 10 აგვისტოს წერილით მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 2021 წლის 10 აგვისტოს წერილით შპს „კავკასუს ონლაინმა“ მოითხოვა, კომისიამ არ გახადოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად კომერციულ საიდუმლოებად იცნოს 2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516) წერილი და მისი დანართები, ვინაიდან ის მოიცავს შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომპანიის კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული მოთხოვნა უნდა გავრცელდეს კომპანიის მიერ 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ვინაიდან ის შპს „კავკასუს ონლაინმა“ 10 აგვისტოს წერილზე დამატებითი წერილის სახით წარმოადგინა, რითიც განმარტა და დაასაბუთა აღნიშნული წერილით მოწოდებული ინფორმაცია.
ამასთან, 2021 წლის 1 სექტემბერს შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიაში დამატებით (ელ. მისამართზე: post@comcom.ge) წარმოადგინა ზემოთაღნიშნული წერილებით (2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516) და 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779)) წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი მონაცემები და დოკუმენტაცია, კერძოდ (რეკონსილაციის ანგარიში, ინვოისები, საგადახდო დავალებები). ასევე, კომპანიამ 2021 წლის 2 სექტემბერს წარმოადგინა N01-02/11498 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3946), რომლითაც კომპანიამ დამატებით წარმოადგინა მოთხოვნა 2021 წლის 23 აგვისტოს და 2021 წლის 1 სექტემბრის წერილებით კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კომერციული საიდუმლოება განიმარტება, როგორც ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა. საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს ამ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად, იგი იღებს გადაწყვეტილებას მისი ღიაობის თაობაზე, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516), 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) და 2021 წლის 1 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) წერილებით და მათი დანართებით წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციული საქმიანობის ფარგლებში პარტნიორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ ხელშეკრულების საგნის, გადასახდელი და მისაღები თანხების, ანგარიშსწორების გეგმისა და პირობების შესახებ, ასევე, წარმოდგენილია ინვოისები და საგადახდო დავალებები. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებით, შესაძლებელია, საჯაროდ გახდეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ სამომავლო, კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებისა და კომერციული სტრატეგიის შესახებ, ინფორმაციის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს, ხელი შეუშალოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
შესაბამისად, კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნეს ცნობილი შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ 2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516), 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) და 2021 წლის 1 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) წერილებითა და მათი დანართებით წარმოდგენილი ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნა და ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად შპს „კავკასუს ონლაინის“ 2021 წლის 10 აგვისტოს N01-02/11459 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3516), 2021 წლის 23 აგვისტოს N01-02/11474 (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) და 2021 წლის 1 სექტემბრის (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3779) წერილები და მათი დანართები.
2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ), აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
6. გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ეკატერინე იმედაძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
