წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-21-19 / 522

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2021 16:20

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021

 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) მიერ 2021 წლის 12 აგვისტოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №გ-21-23/463 „„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“

აღნიშნული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა 3 (სამი) თვე.  საკითხის ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 16 სექტემბერი.

კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს №გ-21-23/463 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო კომისიის 2021 წლის 20  მაისის №11/292 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს "ახალ ქსელებს" და შპს „ახტელს“ მიეცათ თანხმობა მათ შერწყმაზე. ამ უკანასკნელი (№11/292) გადაწყვეტილების საფუძველი იყო შპს „ახალი   ქსელების“   განცხადება, რომლის თანახმად, შპს  „ახალი  ქსელებისა“  და  შპს „ახტელის“ შერწყმის შედეგად შპს „ახტელი“ შეწყვეტდა არსებობას, ამ უკანასკნელის ყველა აქტივი და პასივი გადაეცემოდა შპს „ახალ ქსელებს“ და ასევე, ის გახდებოდა ყველა არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სამართალმემკვიდრე.

კომისიის 2014   წლის   6 ნოემბრის   №620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო- საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებით და 2016 წლის 31 მაისის №336/19 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო

ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გადაწყვეტილებით,  მასში  შესული  ცვლილების  თანახმად,  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე შპს „ახალი ქსელები“ და შპს „ახტელი“ განისაზღვრნენ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებად ქ. თბილისის, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, გეოგრაფიულ საზღვრებში და დაეკისრათ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-35-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები. თუმცა, აღნიშნულ ბაზარზე მხოლოდ შპს „ახტელი“ იქნა ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში, რასაც არ ფარავს ის გეოგრაფიული ზონები, სადაც ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღვრა შპს „ახალ ქსელები“. შესაბამისად, კომისიამ

№11/292 გადაწყვეტილების მსჯელობით ნაწილში მიუთითა, რომ აღნიშნული შერწყმის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ახალ ქსელებისგან“ შერწყმის შესახებ მიღებული შეტყობინების  საფუძველზე    მიზანშეწონილი  იყო    „საკომუნიკაციო  საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო- საკაბელო  წყვილების     რესურსებთან     დაშვების     საბითუმო     ბაზრის     სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში მოხდეს ცვლილების შეტანა და ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად შპს „ახტელის“ ნაცვლად განისაზღვროს და აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისროს შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრეს შპს „ახალ ქსელებს“.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების თანახმად შპს „ახალმა ქსელებმა“ 2021 წლის 25 ივნისის №1/18/579/ლ.ა. წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/2738 25.06.2021) კომისიას აცნობა განხორციელებული ტრანზაქციის (შერწყმის) შესახებ, შესაბამისად,   უნდა შევიდეს ცვლილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში და ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად შპს „ახტელის“ ნაცვლად განისაზღვროს შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრე შპს „ახალი ქსელები“ და დაეკისროს აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები. კომისია ასევე განმარტავს, რომ აღნიშნულ სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად ცნობისთვის საჭირო არ არის

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე - 22-ე მუხლებით განსაზღვრული  პროცედურების  ჩატარება,  ვინაიდან  ამ  კონკრეტულ  შემთხვევაში,  შპს „ახალი ქსელები“ გახდა შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრე.

2021  წლის  19  აგვისტოს  კომისიის  ვებ-გვერდზე  საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების   დაწყების   შესახებ   მიღებული   2021   წლის   12   აგვისტოს   №გ-21-23/463 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოქვეყნდა გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა                                 კომისიის    2014    წლის    6    ნოემბრის    N620/9    გადაწყვეტილებაში ზემოთაღნიშნული ცვლილების შეტანას, კერძოდ, მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში - შპს ”ახალი ქსელები”.

 გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით კომისიაში წერილობითი პოზიცია წარმოდგენილი არ ყოფილა.

 ზეპირი მოსმენა გაიმართა 2021 წლის 16 სექტემბერს. კომისიამ სხდომაზე სიტყვა დაუთმო შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელს, რომელმაც დაადასტურა, რომ ეთანხმებოდა პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად,

 გადაწყვიტა:

 1.      შევიდეს ცვლილება „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში - შპს ”ახალი ქსელები”;

2.  გადაწყვეტილება  ძალაში  შევიდეს  კომისიის  სხდომაზე  გამოცხადებისთანავე  და მისი მოქმედება გავრცელდეს შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შერწყმის მომენტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;

 3.  დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციას     (ო.     ვოტ)     წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

 

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

ვახტანგ აბაშიძე

თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები