საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №გ-21-15/485 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2021 18:36
მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2021
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №გ-21-15/485 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომს” კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №გ-21-15/485 გადაწყვეტილებით მიენიჭა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N617 უფლება 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერზე (511 770 000 - 511 774 999) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის. კომპანიას გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის 7 სექტემბერს.
კომისია ასევე აღნიშნავს, შპს „მაგთიკომმა“ კომისიას მიმართა 2021 წლის 8 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/4040) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N617 უფლებით მინიჭებული რესურსის შეცვლა ახალი ნუმერაციის რესურსით (511 775 000 - 511 779 999). როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს „მაგთიკომის“ მხრიდან დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად 511 775 000 - 511 779 999 ნუმერაციის რესურსისა მოთხოვნილ იქნა 511 770 000 - 511 774 999 ნუმერაციის რესურსი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან არცერთი ნომრის რეალიზება არ მომხდარა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში შეიტანოს ცვლილება ან დამატება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილი რესურსი თავისუფალია და ვინაიდან კომპანიის მხრიდან მინიჭებული რესურსის რეალიზება არ მომხდარა შესაძლებლად მიაჩნია ცვლილების განხორციელება კომისიის 2021 წლის 3 ივნისის №გ-21-15/319 გადაწყვეტილებაში და კომპანიისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსის (511 770 000 - 511 774 999) შეცვლა თავისუფალი ნუმერაციის რესურსით (511 775 000 - 511 779 999).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 2 სექტემბრის №გ-21-15/485 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 511 775 000 - 511 779 999, სულ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს
„მაგთიკომისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
