სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-10 / 453 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-21-19 / 464

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2021 15:22

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-10/453 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს  რომ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის  Nგ-21-10/453 გადაწყვეტილებით სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „Mediafon Datapro”.

„სააბონენტო ნომრები  პორტაბელურობის  მონაცემთა  ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის   შესარჩევ   კონკურსში   გამარჯვებულის   გამოვლენის   შესახებ“ კომისიის  2021  წლის  29  ივლისის   Nგ-21-10/453  გადაწყვეტილების  მე-6  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა. ხოლო, კომისიის   2021   წლის   20   მაისის   Nგ-21-10/274   გადაწყვეტილებით   დამტკიცებული

„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის და პირობების“ (შემდგომში „საკონკურსო პირობები“) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირთან, კომისია, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, აფორმებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 29 ივლისის  Nგ-21-10/453 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში დაშვებულია შეცდომა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ   პირთან   სააბონენტო   ნომრების  პორტაბელურობის   მონაცემთა   ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების ვადად არაუგვიანეს 30 დღის ნაცვლად უნდა იყოს განსაზღვრული არაუგვიანეს 30 სამუშაო დღე.

 კომისიის 2021 წლის 20   მაისის   Nგ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის და პირობების“ (შემდგომში „საკონკურსო პირობები“) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის კონკურსში გამარჯვებულს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებულ ასლს, სადაც სავალდებულო წესით განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისა და მონაცემთა ბაზის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადა.

 ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიის  2021  წლის  29  ივლისის Nგ-21-10/453 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „Mediafon Datapro”-ს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო 8-თვიანი საბანკო გარანტიის 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით) წარმოდგენა, კომისიის 2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

 კომისიაში 2021 წლის 11 აგვისტოს შემოვიდა  შპს „Mediafon Datapro”-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3533, 11.08.2021), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით (კომპანიას ჩაბარდა 2021 წლის 04 აგვისტოს)   კომისიამ კომპანიას ახალი საბანკო გარანტიის წარდგენისათვის განუსაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრა კომისიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულების ხელმოწერას და პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის დანერგვას, მაგრამ ამავე მოთხოვნების შესაბამისად არ იყო განსაზღვრული ასეთი გარანტიის წარდგენის ზუსტი ვადა. აღნიშნული ვადა განისაზღვრა კომისიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით.

 კომპანია წერილში მიუთითებს, რომ საქართველოში და ლიეტუვაში არსებული პანდემიური სიტუაცია მნიშვნელოვნად აფერხებს ყველა სახის ბიზნეს და საბანკო პროცესს. გარდა ამისა, აგვისტოს თვე ძირითადად არის საშვებულებო პერიოდი და ახალი საბანკო გარანტიის გაცემა დამოკიდებულია ქართული ბანკისთვის კორპორატიული დოკუმენტების მიწოდებასა და თანხმობაზე ლიეტუვადან (რომელიც ასევე უნდა იყოს ნოტარიულად, ასევე აპოსტილით დამოწმებული და უნდა იყოს მიწოდებული საქართველოში არსებული ბანკისთვის ფიზიკურად). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია ვერ ახერხებს კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში საბანკო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველყოფას და მიმართავს კომისიას თხოვნით გაახანგრძლივოს ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 7 სექტემბრამდე.

 ზემოაღნიშნული წერილით კომპანია ასევე ითხოვს კომისიამ გაითვალისწინოს, რომ ტენდერში მონაწილეობისათვის მათ მიერ მოწოდებული საბანკო გარანტია მოქმედებს 2021 წლის ოქტომბრამდე. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე სახის რისკი კომისიისთვის და თუ რაიმე მიზეზით კომპანია არ მოაწერს ხელს ახალ ხელშეკრულებას, ამ შემთხვევაში ზემოხსენებული (არსებული) გარანტიის გამოყენებაც კომისიის მხრიდან შესაძლებელი დარჩება.

კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს სხდომაზე აღინიშნა, რომ წერილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ   სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირთან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ბაზის სისტემის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების ვადა არის სააბონენტო ნომრების  პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის   შესარჩევ   კონკურსში   გამარჯვებულის   გამოვლენის   შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღე, მიზანშეწონილია გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს გადაწყვეტილების კომპანიისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 3 სექტემბრისა.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და  63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

 1. „სააბონენტო ნომრების  პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის   Nგ-21-10 / 453 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უზრუნველყოს შპს „Mediafon Datapro”-მ საქართველოში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო 8-თვიანი საბანკო გარანტიის 100,000.00 (ასი ათასი) ლარზე, ან მისი ეკვივალენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღისთვის არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით) წარმოდგენა, კომისიის  2021 წლის 20 მაისის გ-21-10/274  გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო პირობების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაუგვიანეს 2021 წლის 3 სექტემბრისა;“

ბ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კონკურსში გამარჯვებულსა და კომისიას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;“

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შპს „Mediafon   Datapro”-სთვის გაგზავნა  და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს    ქ.თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   (გარდა   მე-3   პუნქტისა)   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძეს).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები