შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2021 10:38
მიღების თარიღი ივლისი 15, 2021
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ მიიღო №1 დადგენილება - „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით ადგილობრივი მაუწყებლობის ზონებად განისაზღვრა 15 საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა. შეიცვალა ადგილობრივი მაუწყებლობის ზონების ნუმერაციაც.
კომისია აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახული ცვლილებები უნდა აისახოს კომისიის იმ გადაწყვეტილებებში სადაც ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია ძველი სამაუწყებლო ზონები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ კომისიის 2014 წლის 06 მარტის №120/13 გადაწყვეტილების დანართი №1-ით და დანართი №2-ით (თან ერთვის დანართი №1 და №2) ფლობს სიხშირულ რესურსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით გასავრცელებლად.
კომისია აღნიშნავს რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ გადაწყვეტილების ტექნიკურ პარამეტრებში მითითებული ციფრული სამაუწყებლო ზონები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ასახულ ცვლილებებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის დანართი №3 და №4 );
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ქ. სულიაშვილი) ასევე სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1, №2, №3 და №4 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი