შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 15, 2021 10:38
მიღების თარიღი სექტემბერი 30, 2021
შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის არსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისიის“) აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (17.09.2021 N 21-10-1695) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ასანეტის“ მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ასანეტი“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გ-19-24/620 გადაწყვეტილებით ფლობს
|
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N492 უფლებას |
მობილური ელექტრონული |
|||||||||||||
|
საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ |
||||||||||||||
|
ქსელების |
აბონენტების |
ტერმინალური |
მოწყობილობების |
იდენტიფიცირებისათვის |
5 |
000 |
||||||||
|
სააბონენტო |
ნომერზე |
(552 |
220 |
000-552 |
224 |
999). |
|
|||||||
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ასანეტს“ არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა გაუფორმოს მომხმარებელს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ხელშეკრულება (არ ფლობს მობილურ ელექტრონულ საკომუნკაციო ქსელებს, ასევე ქსელთან დაშვებაზეც არ მიუმართავს სხვა ავტორიზებული პირებისთვის), სტატისტიკურ ანალიტიკურ პორტალზე ფორმა N2.2 -ს (კვარტალში მობილური აბონენტების რაოდენობის შესახებ) არ ავსებს 2019 წლის ნოემბრიდან დღემდე.
ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, შპს „ასანეტის“ ნუმერაციის რესურსი გაწერილია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში. შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურად მიერთებულია პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან.
|
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის |
||||||||||||||
|
თანახმად, |
შპს |
„ასანეტს“ |
(დონორი) |
აქვს |
ვალდებულება |
აკონტროლოს |
პორტაბელურობის |
|||||||
|
მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან ნომრის პორტირების მოთხოვნა და შეავსოს |
||||||||||||||
|
პორტირების |
მოთხოვნის |
ელექტრონული |
განაცხადი |
4.5 |
პუნქტის |
შესაბამისად. |
კერძოდ, |
|||||||
დონორი ოპერატორი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაორი საათისა შეავსოს და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
ვინაიდან, შპს „ასანეტს“ არ ჰყავს მომხმარებელი პორტირების მოთხოვნის ფორმაში პორტირებაზე უარი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეავსოს:
ა) თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია.
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ 2021 წლის აგვისტოს თვეში შპს „ასანეტიდან“ მოხდა 10 სააბონენტო ნომრის პორტირება შპს „მაგთიკომის“ ქსელში, რომლებზეც შპს „ასანეტს“, როგორც დონორს, პორტირების მოთხოვნის ფორმა (თანხმობის ან უარის შესახებ) არ შეუვსია.
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული მონაცემებით ფიზიკურმა პირებმა უ. ჯ.-მ, გ. კ.-მ და დ.კ.-მ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით (თითქოს იყო შპს „ასანეტის“ მომხმარებელი) მოახდინეს შპს „ასანეტის“ სატელეფონო ნომრების პორტირება მაგთიკომის ქსელში და დაიწყო მათი რეალიზება ინტერნეტ ქსელით.
კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „ასანეტმა“ დაარღვია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
კომისიაში საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2021 წლის 30 სექტემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2021 წლის 30 სექტემბერს კომისიას წერილობით (შ-21-6/4183) მომართა შპს „ასანეტმა“ და აცნობა, რომ შპს „ასანეტი“, მიმდინარე პერიოდში არ ეწევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ვინაიდან გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო (შესაბამისი საკადრო რესურსის ნაკლებობა, შექმნილი პანდემიური სიტუაცია) კომპანია სრულყოფილად ვერ აწარმოებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მონიტორინგს და აგვისტოს თვეში განხორციელებული ნომრების პორტირების შესახებ შპს „ასანეტისთვის“ ცნობილი გახდა კომისიიდან შეტყობინების მიღების შემდგომ. წერილის თანახმად, აგვისტოს თვეში დაპორტირებული 10 ნომერი შპს „ასანეტის“ მიერ არასოდეს ყოფილა გაცემული აბონენტებზე.
2021 წლის 30 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ასანეტის“ წარმომადგენელი თ.კობაური, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ასანეტი“ წელიწადზე მეტია არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, კომპანიაში არ იყო თანამშრომელი, რომელიც სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზას გააკონტროლებდა. ნომრების პორტირების თაობაზე, კომპანიისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაუკავშირდნენ და აცნობეს აღნიშნული შესახებ. თ.კობაურის განმარტებით, შპს „ასანეტი“ არ ფლობს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც ახორციელებდნენ შპს „ასანეტის“ ნუმერაციის რესურსის პორტირებას და გაყიდვას. თ.კობაურმა განმარტა, რომ შპს „ასანეტს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან. თ.კობაურის განცხადებით, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შპს „მაგთიკომიდან“ ნომრები კვლავ შპს „ასანეტს“ დაუბრუნდეს, რის შემდეგაც შპს „ასანეტი“ ჩააბარებს აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 17.09.2021 N21-10-1695 მოხსენებითი ბარათი;
2. შპს „ასანეტიდან“ შპს „მაგთიკომში“ პორტირებული ნომრების ნუსხა;
3. მონაცემები სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან შპს „ასანეტიდან“ ნომრების პორტირების პროცესის თაობაზე;
4. შპს „ასანეტის“ დაპორტირებული ნომრების რეალიზაციის დამადასტურებელი ფოტო მასალა ვებგვერდიდან www.mymarket.ge;
5. შპს „ასანეტის“ წერილი კომისიას (30.09.2021 შ-21-6/4183);
6. შპს „ასანეტის“ წარმომადგენლის თ.კობაურის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე;
7. მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ასანეტის“ შესახებ.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ასანეტი წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება, WiFi, B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება; B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მოსამხურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
2. შპს „ასანეტი“ კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის Nგ-19-24/620 გადაწყვეტილებით
|
ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N492 უფლებას, |
მობილური |
ელექტრონული |
|||||||||||||
|
საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ |
|||||||||||||||
|
ქსელების |
აბონენტების |
ტერმინალური |
მოწყობილობების |
იდენტიფიცირებისათვის |
5 |
000 |
|||||||||
|
სააბონენტო |
ნომერზე |
(552 |
220 |
000-552 |
224 |
999); |
|
||||||||
3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის 2-12 აგვისტოს პერიოდში, ფიზიკურმა პირებმა უ. ჯ.- მ, გ. კ.-მ და დ. კ.-მ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით (თითქოს იყვნენ შპს „ასანეტის“ მომხმარებლები) მიმართეს შპს „მაგთიკომს“ და მოითხოვეს შპს „ასანეტზე“ გაცემული ნუმერაციის რესურსიდან 10 სატელეფონო ნომრის პორტირება შპს „მაგთიკომის“ ქსელში;
4. შპს „მაგთიკომმა“ პორტირების მოთხოვნის ფორმის თავისი ნაწილი შეავსო, რაც გადაეგზავნა შპს „ასანეტს“ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით;
5. შპს „ასანეტს“ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მოთხოვნაზე, განაცხადში მითითებული პირების მხრიდან პორტირების განაცხადთან დაკავშირებით, კანონმდებლობით განსაზღვრული ოცდაორი საათის განმავლობაში არ შეუვსია და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არ გადაუგზავნია ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ;
6. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ტექნიკური ინსტრუქციის (NUMLEX NPCDB Technical Specification) თანახმად, თუ დონორი კომპანია არ შეავსებს ელექტრონულ ფორმაში და არ გაგზავნის არც უარს და არც თანხმობას პორტირების განაცხადთან დაკავშირებით, მიმღებ კომპანიას პროგრამულად ეგზავნება „თანხმობა პორტირებაზე“ და პორტირების პროცესი გრძელდება;
7. 2021 წლის 2-12 აგვისტოს პერიოდში შპს „ასანეტიდან“ მოხდა 10 სააბონენტო ნომრის პორტირება შპს „მაგთიკომის“ ქსელში, რომლებზეც შპს „ასანეტს“, როგორც დონორს, პორტირების მოთხოვნის ელექტრონული ფორმა (თანხმობის ან უარის შესახებ) არ შეუვსია;
8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში შპს „ასანეტის“ ნუმერაციის რესურსიდან განხორციელდა 231 სააბონენტო ნომრის პორტირება შპს „მაგთიკომისა“ (211 ნომერი) და სს „სილქნეტის“ (20 ნომერი) ქსელებში;
9. შპს „ასანეტს“ არ აქვს საკუთარი ქსელი, ასევე არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ქსელის იჯარის, ან სხვა ფორმით სარგებლობის თაობაზე, შპს „ასანეტის“ მიერ არ ხორციელდება მომხმარებლისთვის სიმბარათების გადაცემა, რომლის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია მობილური სატელეფონო მომსახურების განხორციელება, შესაბამისად, ფიზიკური პირები უ. ჯ., გ. კ. და დ.კ. არ წარმოადგენდნენ შპს „ასანეტის“ მომხმარებლებს და მათი მოთხოვნა ნომრის პორტირების თაობაზე იყო უკანონო, რისი აღკვეთის ვალდებულებაც ჰქონდა შპს „ასანეტს“, რაც არ გააკეთა;
10. შპს „ასანეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ46) ქვეპუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) არის ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად;
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების თანახმად, დონორი ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომლის ბოლო მომხმარებელიც (აბონენტი) ითხოვს სააბონენტო ნომრის პორტირებას ან/და რომლის მომსახურებასაც ღებულობდა ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) სააბონენტო ნომრის პორტირებამდე; ხოლო მიმღები ოპერატორი არის ავტორიზებული პირი, რომლის მომსახურების მიღებაც სურს პორტირების მსურველ ბოლო მომხმარებელს (აბონენტს) ან/და რომლის მომსახურებასაც ღებულობს ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) სააბონენტო ნომრის პორტირების შემდგომ.
5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დონორი ოპერატორი ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს ოცდაორი საათისა შეავსოს და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა)ქვეპუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება შემდეგ შემთხვევებში: თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტი“ ვალდებული იყო სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან, ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 22 საათისა, შეევსო და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადაეგზავნა ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშავებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების უარყოფის შესახებ, ვინაიდან არსებობდა პორტირების განხორციელების შემზღუდველი გარემოება, კერძოდ, ფიზიკური პირები უ. ჯ. გ. კ. და დ.კ. არ წარმოადგენდნენ შპს „ასანეტის“ აბონენტებს და შესაბამისად, ნომრის მფლობელი იყო დაუდგენელი. აღნიშნული ვალდებულება შპს „ასანეტმა“ არ შეასრულა. ის გარემოება, რომ შპს „ასანეტი“ არ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, მას არ ათავისუფლებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისგან. ამასთან, შპს „ასანეტს“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორთან და მისთვის ცნობილი იყო, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესში მისი, როგორც დონორის მხრიდან პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან, პორტირების მოთხოვნის თაობაზე მიღებული ინფორმაციის პასუხის გარეშე დატოვება, გამოიწვევდა ნომრის პორტირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ასანეტის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 მუხლის ბ) ქვეპუნქტი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანქცირების საფუძველია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „ასანეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, შპს „ასანეტს“ უნდა დაეკისროს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
ადაწყვიტა:
1. შპს „ასანეტს“ მიეცეს გაფრთხილება კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ასანეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო.ვოტ);
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) შპს „ასანეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს ,,ასანეტისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს ,,ასანეტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-3 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
