წვდომის მენიუ

ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 528

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 27, 2021 17:39

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2021

ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“ ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N N 21-10-1664, 13/09/2021) თანახმად, 2021  წლის  7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში, დაფიქსირებული იქნა სამშენებლო კომპანიების მიერ რადიოკავშირის სიხშირეების (441.750 მჰც, 462.625 მჰც, 469.975 მჰც, 443.000 მჰც და  444.325 მჰც) უკანონო გამოყენება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსის  144¹  მუხლის  პირველი  ნაწილის  მიხედვით წარმოადგენს სამართალდარღვევას.

საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენი“ 462.625 მჰც და 469.975 მჰც სიხშირეებს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის (ს/კ 445464970, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1; მისამართზე შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000346“).

ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2021 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენს“ და განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების გაცნობის უფლება.

კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის დისტანციურად გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენის“ წარმომადგენელი (კოვიდ ინფექციის გამო) შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2021 წლის 23 სექტემბრისთვის, რის შესახებაც მხარეს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ეცნობა  წერილობითი  შეტყობინებით.

კომისიის 2021 წლის 23 მაისის დისტანციურ სხდომაზე დასწრების შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა, მაგრამ კომისიის სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა,  ასევე  არ  წარმოუდგენია  შუამდგომლობა  სხდომის  გადადების  თაობაზე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით,  რომ  სამართალდარღვევის  საკითხის  განხილვას  არ  დასწრებია  ს.ს.

„მეტრო ქონსტრაქშენის“ წარმომადგენელი, რომელსაც   სხდომის გამართვის თაობაზე ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ წარმოუდგენია შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო სამართალდამრღვევის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი.

II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N 21-10-1664, 13/09/2021).

2.   2021  წლის  9  სექტემბრის  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმი  №000346 თანდართული ფოტო/ვიდეო მასალით.

3.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენის“ შესახებ მონაცემები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. 2021 წლის 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რადიომონიტორინგის პროცესში,                     დაფიქსირებული    იქნა    სამშენებლო    კომპანიის    მიერ    რადიოკავშირის სიხშირეების უკანონო გამოყენება, კერძოდ, საპელენგაციო სამუშაოების შედეგად დადგენილი იქნა, რადიოკავშირის გადამცემი სადგურების ადგილმდებარეობა, აგრეთვე მფლობელების ვინაობა, კერძოდ, ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენი“ 462.625 მჰც და 469.975 მჰც სიხშირეებს  იყენებდა  სამშენებლო  ობიექტზე  ოპერატიული  რადიოკავშირისთვის  (ს/კ 445464970, ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1; მისამართზე შედგენილია „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000346).

მტკიცებულება: 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000346; კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი N 21-10-1664, 13/09/2021).

2. ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹  მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის (მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა) განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. 2021 წლის 9 სექტემბრის    ადმინისტრაციული    სამართალდარღვევის ოქმი №000346 შედგენილია საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ ოქმის  შემდგენელი,  კომისიის  აპარატის  სპექტრის  და  ტექნოლოგიის  დეპარტამენტის თანამშრომლები ნ. კონდოლელი და გ. წიკლაური, ასევე, სამართალდამრღვევი ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენის“ წარმომადგენელი გ. ხალვაში.

მტკიცებულება: 2021 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000346.

 IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

 1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის, ლიცენზიის ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გარეშე რადიოსიხშირული            სპექტრით     ან/და     ნუმერაციის     რესურსით     სარგებლობა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441   მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ ან სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის    თანახმად,    ადმინისტრაციული    სამართალდარღვევის    ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ, მათ შორის, პირადი  ნომერი    ან    გადასახადის    გადამხდელის    საიდენტიფიკაციო    ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის    ჩადენის    ადგილი,    დრო    და    არსი; ნორმატიული   აქტი,  რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; დამრღვევის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი  და    სამართალდამრღვევი,    გარდა    საქართველოს    შინაგან    საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შედგენილი         ოქმისა.   ოქმს   შეიძლება   ხელი   მოაწერონ   აგრეთვე   მოწმეებმა   და დაზარალებულებმა, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445 და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ                                     ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    ოქმებს    ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, ამ     კოდექსის     141-ე,     142-ე, 1441  და 1443–1445  მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და         ადმინისტრაციული    სახდელების    დადების    უფლება    აქვს    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად,                         ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   საქმის   განსახილველად მომზადებისას  ორგანო    (თანამდებობის    პირი)    წყვეტს    შემდეგ    საკითხებს:    1) განეკუთვნება თუ არა მის კომპეტენციას აღნიშნული საქმის განხილვა; 2) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები; 3) ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის მონაწილე პირებს საქმის განხილვის დრო და ადგილი; 4) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები; 5) უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები.

7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად,ორგანო              (თანამდებობის  პირი)  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

8. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული      აქტით     დაწესებულ     ფარგლებში,     რომელიც     ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა      შესახებ      სხვა      აქტების      ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას     მხედველობაში     მიიღება     ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

 კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 21-10-1664, 13/09/2021) შესაბამისად, ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენი“ (ს/კ 445464970) ქ. ბათუმში, გოგოლის ქ. №1 მისამართზე 462.625 მჰც და 469.975 მჰც სიხშირეებს იყენებდა სამშენებლო ობიექტზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ფაქტზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000346. კომისია აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის ფოტო/ვიდეო მასალა) ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენის“ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, რისთვისაც   გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე, ასევე, ადგილი არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენს“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 V. სარეზოლუციო ნაწილი

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის, 1441   მუხლის პირველი ნაწილის,  228-ე, 239-ე, 240-ე 260-ე,  262-ე, 264-ე და 273-ე მუხლების, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 1.   ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენს“ (ს/კ 445464970) დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

2.   ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით                   გათვალისწინებული   ჯარიმის   გადახდა   30   სამუშაო   დღის   ვადაში, საქართველოს  ცენტრალურ სახელმწიფო    ბიუჯეტში    შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251 და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა.

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“                            გაგზავნა და  კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  ს.ს.  „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  №64)  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით დადგენილი წესით მისი დამოწმებული  ასლის  ს.ს. „მეტრო ქონსტრაქშენისთვის“ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

6.  გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) კონტროლი დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე). 

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები