წვდომის მენიუ

შპს „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-21-18 / 474

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2021 9:25

მიღების თარიღი ივლისი 29, 2021

შპს „ალტ ინფოს“  სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

 I.  საქმის აღწერა

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში: „კომისია“) აუდიო- ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-1300, 15/07/2021) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული  წარმოება  შპს  „ალტ  ინფოსთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაძლო დარღვევის გამო.

 სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „ალტ ინფო“-ს 5,6,7 და 12 ივლისის სამაუწყებლო ბადე. მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული გადაცემები „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“ შეიცავდა უხამსობის ნიშნებს. კერძოდ, გადაცემაში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ გამოყენებულ იქნა უცენზურო ლექსიკა, რაც     ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს გადაცემა    მიმდინარეობდა    პირდაპირ ეთერში. შესწავლილი გადაცემები შინაარსობრივად წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამას.

7 ივლისს 19:00 საათზე გადაცემა „ალტ-ინტერვიუში“ გაჟღერდა შემდეგი გამონათქვამები: „თუ ამ პიდ**სტების სიყვარულს გვაძალებს ევროპა“, „მოსახლეობის 90%-ს ეს ვიღაცა ათასი ჯამში ყველა ერთად პიდ**სტი“, „სპონტანურად ყოველთვის იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე აი ეს 15 ტ***ის მიმცემი პიდ**სტი პარტიები“, „აბა ერთი რას მოაწერეთ ხელი თქვე პიდ**სტებო“, „კიდე ერთი ორასი მართლა პიდ**სტი, ვინც არიან არ ვიცი, ერთმანეთს რო რაღაცა უკ***ში რაღაცეებს უკეთებენ, ღმერთო მაპატიე, ამას ღირსებას ეძახიან“, „უსქესოები, თუ სასქესო ორგანოები რაც არიან“.

7 ივლისს 21:45 საათზე გადაცემა „ალტ-ანალიტიკაში“ გადაცემის წამყვანების მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „მანდ როგორ უშვებ შენ თუ მართლა ჩათლახი ნაბოზარი არა ხარ“, „მეორე დღეს ამ პიდ**სტებმა გამოაცხადეს, რომ ტ**ზე პიდ**სტს დაუძახეთ, ტ**ზე პიდ**სტი გამოიყვანეს“, „ერთ დიდ ანალურ ერთობად შეიკრიბა ტ**ზე პიდ**სტი“, „თავისუფლებას მოწყურებული პიდ**სტული ლგბტ და ევროკავშირის დროშა ამხედრებული პიდ**სტული ანალური  ერთობა“,  „პროდასავლელობა  არის პროპიდ**სტობა“.

12 ივლისს 21:44 საათზე გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ მიმდინარეობისას გადაცემის წამყვანებმა   გამოიყენეს   შემდეგი   ფრაზები:   „ეს   ნაბ**ვარი   შეათრიეთ   ეხლა   ციხეში“, „მეტ**ეების ოფისში შესვლა თუ არის საკრალური და როგორ შეიძლება „პიდ**სტების“ ოფისში შესვლა მაგის გამო კაცი ციხეში თუ არის“, “ზუსტად ეგეთივე რეაქციაა ვიღაცა პროპაგანდონზე“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. ამასთანავე, აკრძალულია უხამსობის შემცველი ისეთი პროგრამისა და რეკლამის განთავსება, რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. შესაბამისად, საეთერო პროგრამების განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: შეიცავს თუ არა პროგრამა ან რეკლამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; აქვს თუ არა პროგრამას ან რეკლამას საზოგადოებრივ პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ილახება თუ არა პროგრამის ან რეკლამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების დეპარტამენტის შეფასებით, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემა შეიცავს ქმედებას (განცხადებას) რომელიც ეწინააღმდეგება  საზოგადოებაში  დამკვიდრებულ  ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებას (განცხადებას) არ გააჩნია საზოგადოებრივპოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული, რადგან კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო განცხადებაში მოცემული აზრის, იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშეც. გადაცემაში დაფიქსირებული ქმედებები (განცხადებები) ცალსახად ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად,  იკვეთება „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართა 2021 წლის 29 ივლისს, რის შესახებაც მაუწყებელს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N გ-21-03/2177, 26/07/2021). კომპანიას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლების თაობაზე.

კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ალტ ინფოს“ დირექტორი შოთა მარტინენკო, რომელმაც განაცხადა, რომ გაეცნო კომისიის მიერ წარდგენილ მასალებს. ერთადერთი, რასაც არ ეთანხმება, არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას და მიაჩნია, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ამ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა, ხოლო, რაც შეეხება უხამს ლექსიკას, აღიარებს, რომ   დარღვევას ქონდა ადგილი. იმ პერიოდში მიმდინარეობდა აქციები,   იყო დაძაბული ვითარება და ემოციური ფონი, ხოლო მათი გადაცემის ფარგლებში გამოყენებული იყო რადიკალური გამონათქვამები და უხამსი ლექსიკა. ამასთან, შოთა მარტინენკომ აღნიშნა, რომ კომპანია შეეცდება მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს და იმედოვნებს, რომ ასეთი დაძაბული ვითარება აღარ იქნება ქვეყანაში. ასევე, იმის  გათავლისწინებით,  რომ  კომპანიის  მიერ  მსგავსი  გადაცდომის  ფაქტზე    კომისიაში მეორედ განიხილება საკითხი, მან აღნიშნა, რომ საფრთხის ქვეშ დგება კომპანიის საქმიანობა. გარდა ამისა, ტელეკომპანიაში სექტემბრიდან რეორგანიზაცია იწყება და შეიცვლება გადაცემები, გაიზრდება ტელევიზიის მასშტაბი და შეეცდებიან, რომ ამ ტიპის გამონათქვამებს მათ ტელევიზიაში აღარ ჰქონდეს ადგილი და აღარ განმეორდეს.

II.  გამოკვლეული მტკიცებულებები 

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  (N21-10-1300,  15/07/2021)  თანდართული მასალით;

3.   შპს „ალტ ინფოს“ დირექტორის შოთა მარტინენკკოს ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2021 წლის 29 ივლისის სხდომაზე.

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს „ალტ ინფო“ 2020 წლის 26 ნოემბრიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ.

2. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ალტ ინფოს“ 2021 წლის 5,6,7,და 12 ივლისის სამაუწყებლო ბადის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:

2021 წლის 7 ივლისს 19:00 საათზე გადაცემა „ალტ-ინტერვიუში“ გაჟღერდა შემდეგი გამონათქვამები: „თუ ამ პიდ**სტების სიყვარულს გვაძალებს ევროპა“, „მოსახლეობის 90%-ს ეს ვიღაცა ათასი ჯამში ყველა ერთად პიდ**სტი“, „სპონტანურად ყოველთვის იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე აი ეს 15 ტ***ის მიმცემი პიდ**სტი პარტიები“, „აბა ერთი რას მოაწერეთ ხელი თქვე პიდ**სტებო“, „კიდე ერთი ორასი მართლა პიდ**სტი, ვინც არიან არ ვიცი, ერთმანეთს რო რაღაცა უკ***ში რაღაცეებს უკეთებენ, ღმერთო მაპატიე, ამას ღირსებას ეძახიან“, „უსქესოები, თუ სასქესო ორგანოები რაც არიან“;

2021 წლის 7 ივლისს 21:45 საათზე გადაცემა „ალტ-ანალიტიკაში“ გადაცემის წამყვანების მიერ გამოყენებული იყო შემდეგი ფრაზები: „მანდ როგორ უშვებ შენ თუ მართლა ჩათლახი ნაბოზარი არა ხარ“, „მეორე დღეს ამ პიდ**სტებმა გამოაცხადეს, რომ ტ**ზე პიდ**სტს დაუძახეთ, ტ**ზე პიდ**სტი გამოიყვანეს“, „ერთ დიდ ანალურ ერთობად შეიკრიბა ტ**ზე პიდ**სტი“, „თავისუფლებას მოწყურებული პიდ**სტული ლგბტ და ევროკავშირის დროშა       ამხედრებული       პიდ**სტული       ანალური       ერთობა“, „პროდასავლელობა არის პროპიდ**სტობა“;

2021 წლის 12 ივლისს 21:44 საათზე გადაცემა „ალტ-ანალიტიკის“ მიმდინარეობისას გადაცემის წამყვანებმა გამოიყენეს შემდეგი ფრაზები: „ეს ნაბ**ვარი შეათრიეთ ეხლა ციხეში“,  „მეტ**ეების  ოფისში  შესვლა  თუ  არის  საკრალური  და  როგორ  შეიძლება„პიდ**სტების“ ოფისში შესვლა მაგის გამო კაცი ციხეში თუ არის“, “ზუსტად ეგეთივე რეაქციაა ვიღაცა პროპაგანდონზე“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N21-10-1300, 15/07/2021) თანდართული მასალით (გადაცემების ვიდეო ჩანაწერი).

3. შპს „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 71 მუხლის პირველი პუქნტით გათვლისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ალტ ინფოს“ შესახებ.

IV.  სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-5   მუხლის   მე-3   პუნქტის   „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს განეკუთვნება მოქმედი    კანონმდებლობის    მოთხოვნების  შესრულებაზე ზედამხედველობა    და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

2. „მაუწყებლობის     შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,  მაუწყებლობის  სფეროში  კანონმდებლობის  ინტერპრეტაცია  უნდა  მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის,    ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს     პრაქტიკისა     და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება: უხამსობას;

4.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

5.   „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის თანახმად უხამსობა  განმარტებულია როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

6. „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონის  მე-14  მუხლის  მე-2  პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“  იმ   ნაწილში,   რომელიც   ეხება   56-ე   მუხლის   მე-4  პუნქტის   სიტყვებს „ადამიანისა  და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).

7. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14    მუხლის    პირველი    პუნქტით    განსაზღვრული    თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1).

8.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და  კონტროლს    ახორციელებს    მხოლოდ    კომისია,    გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

9. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს   განუსაზღვრავს    გონივრულ    ვადას    დარღვევის    აღმოფხვრისთვის    ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

10. „მაუწყებლობის    შესახებ"    საქართველოს    კანონის    71-ე    მუხლის    მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

 კომისია აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით იკრძალება „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის    ან  რეკლამის განთავსება, რომელიც  შეიცავს  უხამსობას“. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ პუნქტის თანახმად, უხამსობა განმარტებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ   ნორმებს   და   არა აქვს საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება“.

დასახელებული  ნორმების  სამართლებრივი კონსტრუქციის  გათვალისწინებით,„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის იდენტიფიცირებისათვის პროგრამის განთავსების მართლზომიერება უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების გამოყენებით: (ა) შეიცავს თუ არა პროგრამა ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს; (ბ) აქვს თუ არა საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული,      საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; (გ) ილახება თუ არა პროგრამის განთავსებით ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, პროგრამის უხამსად მიჩნევის საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში დგინდება, შეიცავს თუ არა იგი ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად მორალის (და, შესაბამისად, უხამსობის) დეფინიციის უნივერსალური ცნება არ არსებობს. თავად უხამსობის კანონისმიერი დეფინიციის  მიხედვით,  ამა  თუ  იმ  გამოხატვის  უხამსობად  მიჩნევის    საკითხს განსაზღვრავს   საზოგადოებაში  საყოველთაოდ  დამკვიდრებული ეთიკური ნორმები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1278-1298-2011).

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული  დარღვევის  იდენტიფიცირებისას  ქმედების  უხამსობა ფასდება თვალსაზრისობრივად   ნეიტრალურად.   კერძოდ,   ხსენებული   დარღვევის დადგენის პროცესში კომისია არ აფასებს პროგრამის არაეთიკური კომპონენტი თვალსაზრისობრივად რა შინაარსის მატარებელია. ამ კონტექსტში კომისიის შეფასების მასშტაბია გადმოცემული თვალსაზრისის - ინფორმაციისა თუ მოსაზრების გადმოცემის არაეთიკური ფორმა უშუალოდ გადმოცემული მოსაზრების შინაარსის შეფასების გარეშე (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობისგან   გათავისუფლების   თაობაზე“   (№   გ-21-18/22,28.01.2021).

 კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები - „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ- ანალიტიკა“ შეიცავდა უხამსობას. კერძოდ, გადაცემაში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ გამოყენებულ იქნა უცენზურო ლექსიკა, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

 კერძოდ, გადაცემაში გამოყენებულია შემდეგი გამონათქვამები: „თუ ამ პიდ**სტების სიყვარულს გვაძალებს ევროპა“, „მოსახლეობის 90%-ს ეს ვიღაცა ათასი ჯამში ყველა ერთად პიდ**სტი“, „სპონტანურად ყოველთვის იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე აი ეს 15 ტ***ის მიმცემი პიდ**სტი პარტიები“, „აბა ერთი რას მოაწერეთ ხელი თქვე პიდ**სტებო“, „კიდე ერთი ორასი მართლა პიდ**სტი, ვინც არიან არ ვიცი, ერთმანეთს რო რაღაცა უკ***ში რაღაცეებს უკეთებენ, ღმერთო მაპატიე, ამას ღირსებას ეძახიან“, „უსქესოები, თუ სასქესო ორგანოები რაც არიან“; „მანდ როგორ უშვებ შენ თუ მართლა ჩათლახი ნაბო**რი არა ხარ“, „მეორე დღეს ამ პიდ**სტებმა გამოაცხადეს, რომ ტ**ზე პიდ**სტს დაუძახეთ, ტ**ზე პიდ**სტი გამოიყვანეს“, „ერთ დიდ ანალურ ერთობად შეიკრიბა ტ**ზე პიდ**სტი“, „თავისუფლებას მოწყურებული პიდ**სტული ლგბტ და ევროკავშირის დროშა ამხედრებული პიდ**სტული ანალური ერთობა“, „პროდასავლელობა არის პროპიდ**სტობა“; „ეს ნაბ**ვარი შეათრიეთ ეხლა  ციხეში“,  „მეტ**ეების  ოფისში  შესვლა  თუ  არის  საკრალური  და  როგორ  შეიძლება„პიდ**სტების“ ოფისში შესვლა მაგის გამო კაცი ციხეში თუ არის“, “ზუსტად ეგეთივე რეაქციაა ვიღაცა პროპაგანდონზე“.

აღნიშნულ არაეთიკურ ქმედებას (განცხადებას) არ გააჩნია საზოგადოებრივპოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული, რადგან კონტენტის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო განცხადებაში მოცემული აზრის, იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშეც. გადაცემაში დაფიქსირებული ქმედებები  (განცხადებები)  ცალსახად  ლახავს  ადამიანისა  და  მოქალაქის  ღირსებას  და ძირითად უფლებებს. მაგალითად, კომისიის პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების საწინააღმდეგოდ არის მიჩნეული მაუწყებლის მიერ მამაკაცის გენიტალიების (ასევე გენიტალიების სილუეტის) გრაფიკული გამოსახულების, აგრეთვე ადამიანებისა და გენიტალიების შედარების შემცველი გამონათქვამების გავრცელება (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18 / 22, 28.01.2021).

განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სამაუწყებლო პროგრამაში ისეთი შეურაცხმყოფელი და უცენზურო გამონათქვამების გამოყენება, როგორებიც არის: „ტ***ის“, „პიდა*ასტი“,  „პიდ**სტებო“,  „ტ**ზე  პიდ**სტი“,  „ნაბ**ვარი“,  „მეტ**ეების“ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. საზოგადოებაში არ არის მიღებული მაუწყებლის ეთერში დასახელებული ტერმინოლოგიის გამოყენება და ასეთი გამონათქვამებით ამა თუ იმ პირის ან პირთა ჯგუფის მოხსენიება. შესაბამისად, შპს „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული მასალა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს.

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, უხამსობის კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს აქვს თუ არა არაეთიკურ ქმედებას საზოგადოებრივ- პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან  მეცნიერული  ღირებულება,  იგი  არ მიიჩნევა  უხამსობად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისთვის.

კომისიის პრაქტიკის თანახმად, ამ თვალსაზრისით, უნდა შეფასდეს, აქვს თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება, არა მთლიანად იმ პროგრამას (ან სიუჟეტს), რომელშიც ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო კონტენტია განთავსებული, არამედ - უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ამგვარი ღირებულება კონკრეტულ ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედებას (განცხადებას). არაეთიკური ქმედების (განცხადების) ეთერში განთავსებას შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და იყოს კონტექსტით გამართლებული, როდესაც პროგრამის თავისებურების გათვალისწინებით შეუძლებელია შესაბამისი საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის, ახალი ამბის, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული მასალის გადაცემა არაეთიკური ქმედების/განცხადების   ეთერში  განთავსების  გარეშე“  (კომისიის  გადაწყვეტილება  „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“(№ გ-21-18/22,28.01.2021). მაგალითად, კომისია კონტექსტით გამართლებულად მიიჩნევს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას მაშინ,  როდესაც  ეს  განპირობებულია  პერსონაჟის  მახასიათებლებით   და   ნაწარმოების მხატვრული     ღირებულებით     (იხ. mutatis    mutandis კომისიის    გადაწყვეტილება    „შპს „ფორმულასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ (№გ-20-18/966, 31.12.2020).

 ყოველივე   ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   განსახილველ   საქმეზე   უნდა   შეფასდეს ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო კომპონენტებს - უცენზურო გამონათქვამებს ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კერძოდ, პროგრამის მახასიათებლების გათვალისწინებით არაეთიკური მონაკვეთების გამოყენება იყო თუ არა კონტექსტით გამართლებული და შესაძლებელი იყო თუ არა მასში მოცემული იდეისა თუ ინფორმაციის გადმოცემა არაეთიკური, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენების გარეშე

კომისია მიიჩნევს, რომ პროგრამაში არანაკლები სიმწვავით შეიძლებოდა მასში გამოხატული ნებისმიერი აზრის გამოთქმა არაეთიკური გამონათქვამების გამოყენების გარეშე, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებთან შეუთავსებელი ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, თუ რა საზოგადოებრივ- პოლიტიკური,  კულტურული,  საგანმანათლებლო  ან  მეცნიერულ ღირებულება აქვს პროგრამის არაეთიკურ ნაწილს ან რატომ შეიძლება ის კონტექსტით გამართლებული ყოფილიყო.

ასევე, როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ირღვევა მაშინ, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამის გადაცემა იწვევს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შელახვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს          განმარტებით, „აღნიშნულ ნორმაში არ არის დაკონკრეტებული ის უფლება (უფლებები), რომელიც მაუწყებელმა შესაძლოა ხელყოს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებით, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი პრაქტიკულად   ნებისმიერი  ძირითადი  უფლების  დარღვევის შესაძლებლობას უშვებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).

თავის მხრივ, ძირითადი უფლების დარღვევის კონტექსტში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ კომისიას, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგულირებელ ორგანოს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიური ქმედებებით, დარღვევებზე ეფექტური რეაგირების გზით უზრუნველყოს მაუწყებლების მიერ ადამიანების და მოქალაქეების ძირითადი უფლებების დარღვევის აღკვეთა და პრევენცია. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის კონტექსტში უფლებების შელახვის საკითხი ფასდება იმ პრიზმიდან, იწვევს თუ არა კონკრეტული სამართალდარღვევის    ფაქტზე    კომისიის    უმოქმედობა    ადამიანისა    და მოქალაქის ძირითადი უფლების შელახვას (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების  თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).

გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს პროგრამის განთავსებით გამოწვეული უფლების დარღვევა (ან დარღვევის საფრთხე) და დაუპირისპირდეს იგი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას. უნდა განისაზღვროს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ის ზიანი, რომელიც   ამ   უფლების   რეალიზაციამ   გამოიწვია   (იხ. mutatis   mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6).

კომისიის პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს (იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).

განსახილველ შემთხვევაში უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში. ამ თვალსაზრისით ირღვევა   იმ   აუდიტორიის უფლებები ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი პროგრამების ნახვა/მოსმენა (ვრცლად იხ. კომისიის გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე“ (№ გ-21-18/22, 28.01.2021).

აღნიშნულიდან გამომდინარე, უხამსობის შემცველი გამონათქვამების სიმწვავისა და აუდიტორიის ინტერესების შელახვის მასშტაბების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი გადაწონის მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ შპს „ალტ ინფოს“ მიერ ეთერში განთავსებული სიუჟეტის კომპონენტები: (ა) ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, (ბ) მათ არ გააჩნიათ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და (გ) პროგრამის განთავსებით ილახება ადამიანის ან მოქალაქის ღირსება და ძირითადი უფლებები. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამა შეიცავს უხამსობას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ალტ ინფოს“ მიერ ეთერში ისეთი პროგრამის განთავსებით, რომელიც შეიცავს უხამსობას დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ „შპს „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-18/236 გადაწყვეტილებით მაუწყებელს დაეკისრა    ჯარიმა    2500    ლარის    ოდენობით    „მაუწყებლობის    შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.  შპს „ალტ ინფოს“ 56-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის   დაეკისრა პასუხისმგებლობა იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც უფრო სერიოზული დარღვევისთვის, კერძოდ კი 561 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევისთვის არის დაწესებული. აქედან გამომდინარე, დადგენილია, რომ შპს „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს   კანონის 71 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  სახე -  წერილობითი გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. აქედან გამომდინარე, სანქციის სახით ჯარიმის დაკისრებას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით წინ უნდა უსწრებდეს სამართალდამრღევის მიმართ სანქციის სახით - წერილობითი გაფრთხილება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561 და 562 მუხლების დარღვევა).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ალტ ინფოს“ მიმართ მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება გამოყენებული არ ყოფილა, შპს „ალტ ინფოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე უნდა განესაზღვროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ დრომდე კომისიას „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის მხოლოდ ორი საქმე (შპს „მათავარი არხის“   და შპს „ალტ ინფოს“)   აქვს განხილული. მართალია, კომისიის 2020 წლის 7 დეკემბრის განცხადებით ასევე დეტალურად განიმარტა მაუწყებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის       პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტები, თუმცა, საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ასევე, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოხდეს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და მკაფიო, გასაგები სტანდარტების დადგენა. პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში (ისევე როგორც ზოგადად, კომისიის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას) კომისიის მიზანს წარმოადგენს კომისიის პოზიციის ჩამოყალიბება, სტანდარტების დადგენა და ამ სტანდარტების დარგის მიერ გათავისება და არა მაუწყებლების სანქცირება.   მსგავსი შინაარსის საკითხების განხილვისას, შეიძლება ასევე გათვალისწინებული იყოს ის გარემოებაც, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია კომისიის ინიციატივით თუ დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე. კომისიას მიაჩნია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად აღნიშნული გარემოებებიც უნდა იქნას გათვალისწინებული სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განსახილველ საქმეზე შპს „ალტ ინფო“ ცნობილი იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ12“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის გათვალისწინებით კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „ალტ  ინფო“  ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო.

2.   შპს „ალტ ინფო“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან:

3.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) გადაწყვეტილების შპს „ალტ ინფოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) შპს „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ალტ ინფოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

7. გადაწყვეტილების  შესრულებაზე    კონტროლი (გარდა მე-3  და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები