წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 459

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2021 9:01

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N35 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „ტაქსი იმედი+ ზესტაფონისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ)  შპს  „დრაივისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „ქომუნიქიუს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N491 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის № გ19-24/610 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის 2021 წლის 29 ივლისის Nგ-21-

10/453 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს N35 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური

თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე 

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი 

ნათია კუკულაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები