წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-21-17 / 185

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2021 17:57

მიღების თარიღი მარტი 25, 2021

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2021 წლის 25 მარტის N11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2021 წლის 25 მარტის N11 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „არგო ანურიასთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით     რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ;

2. კომისიის 2021 წლის 25 მარტის N11 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                             2021 წლის 25 მარტი, 15:00 საათი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2021 წლის  N11 სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. შპს „RMG Gold“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.  უცხოური   საწარმოს   ფილიალი   „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი   მილსადენის   კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს  „ეკოტაქსისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. შპს   „ლასარესთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  შპს „მეტრო პლიუსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.     შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.  სსიპ „საფინანსო - ანალიტიკური სამსახურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს „ფასტ ნეტის“ (ს/კ205275824) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს „ლილონეტის“ (ს/კ406162325) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. შპს „ინტერნეიშენალ ნეთვორკის“ (ს/კ415100483) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.   შპს „SKYNET“-ის (ს/კ419985449) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  შპს „სმარტ ტვ“-ს მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

14. შპს  „არგო  ანურიასთვის“  არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

15.  შპს „დუბლაინის“ (ს/კ 438727031) წილის 50%-ის ფიზიკურ პირ ვახტანგ ჩიგოგიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

16.  შპს „ვექტორ ა.ს.“-ის (ს/კ 454409970) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ რუფატ აბასოვის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

17. ააიპ „ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა- სამართლებრივი დეპარტამენტი);

18. შპს „ილიონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

19. შპს   „ქართული-ტვ“-სთვის   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

20. ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

21.  შპს   ,,სამაუწყებლო   კომპანია   რუსთავი   2“-ის,   შპს   ,,ფორმულას“,   შპს   ,,მთავარი  არხის“,   შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიორგი გოცირიძის,   ბესარიონ წულაიას, გიგა გუდაძის და მამია გრიგოლიას საჩივრების განხილვის თაობაზე (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი; თანამომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

22.  შპს ,,ახალი ქსელების“ და შპს ,,ახტელის“ მიმართ შპს ,,სერვისბოქსის“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტი).

23.  შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები