წვდომის მენიუ

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას, გიგა გუდაძის და მამია გრიგოლიას საჩივრების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-21-16 / 195

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2021 16:32

მიღების თარიღი მარტი 25, 2021

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი    ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას,  გიგა გუდაძის და მამია გრიგოლიას საჩივრების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N21-10-45, 22.01.2021). აღნიშნული წერილობითი მიმართვის თანახმად, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში   - საზოგადოებრივი    დამცველი)  საჩივრით (Nშ-21-9/207, 22.01.2021) მიმართეს არჩილ შატბერაშვილმა, გიორგი გოცირიძემ,   ბესარიონ წულაიამ   და გიგა გუდაძემ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს ,,ფორმულის“, შპს ,,მთავარი არხის“,  შპს   ,,ტელეკომპანია   პირველის“   და   ააიპ   „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში  კანონდარღვევით  განთავსების  გამო.  კერძოდ,  საჩივარში  აღნიშნულია:  1.  შპს

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა, ა/წ 4 იანვარს, 12:30 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი ,,მიდიოდა მატარებელი“ შეურაცხმყოფელი ლექსიკისა და სექსუალური სცენებით, 9 იანვარს 16:55 საათზე და 11 იანვარს 11:56 საათზე, საათში ერთხელ აჩვენებდა სერიალის „შავი ქვრივის“ ანონს მვლელობის სცენით, თანმხლები ტექსტით: ,,ქალი, რომელიც კლავდა მათ, ვინც უყვარდა“, ,,კოკაინის დედოფლის  საბედისწერო სიყვარულის ამბავი“, ასევე, სერიალის „თავქარიანი ქალის“ ანონს მკვლელობის სცენით. 2020 წლის 27 დეკემბერს, დილის 10 საათზე,   შპს ,,სამაუწყებლო რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხის „მარაოს“ სამაუწყებლო ბადეში, განთავსდა მხატვრული ფილმი ,,გასროლა სიცარიელეში“ ძალადობის სცენებით. 2. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ა/წ 6 იანვარს აჩვენა მხატვრული ფილმი „მატყუარა იაკობი“   მკვლელობის და  თვითმკვლელობის  სცენებით. 3. ტელეკომპანია ,,მთავარმა არხმა“ ა/წ 1 იანვარს, 19:30 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი „ვისი სული გსურს“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით, ხოლო 8 იანვარს, 18:30 საათზე, მხატვრული ფილმი „ოცნების ქალაქი“ სექსის სცენით. 4. ,,ტელეკომპანია პირველი“ აჩვენებს მხატვრულ ფილმებს ასაკობრივი კატეგორიის მითითებით დღის საათებში, ამასთან, ასაკობრივი კატეგორია არ შეესაბამება ფილმის სცენებს. კერძოდ: 1 იანვარს, 18:35 საათზე, აჩვენა მხატვრული ფილმი ,,გასეირნება ყარაბაღში“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით, კატეგორიით 15; 10 იანვარს, დილის 9 საათზე, ფილმი „საქმრო ორისთვის“ შეუფერებელი სცენებით, კატეგორიით 12; 10 იანვარს, 13:30 საათზე, ფილმი ,,მიდიოდა მატარებელი“, კატეგორიით 12, სიშიშვლით სექსუალურ კონტექსტში, სექსის სცენით და შეურაცხმყოფელი ლექსიკით. 5. ტელეკომპანია „ობიექტივმა“ 13 იანვარს, 13:15 საათზე აჩვენა ფილმი „მოირა“ შეურაცხმყოფელი ლექსიკით. საჩივარში აღნიშნულია, რომ დარღვევებს  ყოველდღიური   ხასიათი   აქვს   და   ტელეარხები   არ   ითვალისწინებენ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამიტომ  მოითხოვენ  შპს  ,,მთავარი არხის“,  შპს  ,,ტელეკომპანია  პირველის“  და  ააიპ„არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ დაჯარიმებას, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ფორმულას“ ლიცენზიების შეჩერებას, რადგან არხები უკვე დაჯარიმდნენ, მაგრამ ყოველდღიური დარღვევები მათ მიერ ისევ გრძელდება.

კომისიის 2021 წლის 4 თებერვლის Nგ-21-23/53   გადაწყვეტილებით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ   გიორგი გოცირიძის,   ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრი განსახილველად იქნა მიღებული, დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება საჩივრის განხილვის მიზნით და ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2021 წლის 18 თებერვალს. ამასთან, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული პროგრამების მონიტრინგი და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 თებერვალს, კომისიას მიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ (კომისიაში რეგისტრაციის N21-10-246, 09.02.2021). აღნიშნული წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივ დამცველს ერთობლივი საჩივრით (შ-21-9/594, 09.02.21) მიმართეს არჩილ შატბერაშვილმა, გიორგი ყიფიანმა, გიორგი გოცირიძემ, გიგა გუდაძემ, მამია გრიგოლიამ და ბესარიონ წულაიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების სამაუწყებლო ბადეში კანონდარღვევით განთავსების გამო. კერძოდ, საჩივარში აღნიშნულია: 1. შპს „ფორმულამ“ 2021 წლის 11 იანვრის დღის 11 საათზე (11 საათი და 30 წუთზე) აჩვენა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგი ეპიზოდი, რომელშიც იყო ადვილად იმიტირებადი ძალადობის სცენა ახლო ხედით, რაც 15 წლამდე დაუშვებელ მასალას წარმოადგენს. ა/წ 12 იანვრის 11 საათზე ეპიზოდში ნაჩვენები იყო თვითმკვლელობის მცდელობა. ა/წ 11 იანვრიდან ამ სერიალში შეურაცხმყოფელ ლექსიკაზე ჩამხშობია დადებული, მაგრამ მოზარდში იგი აღიქმება მაინც როგორც ბილწსიტყვაობა. ამასთან, ამდაგვარი ეპიზოდები იმდენად ხშირია, რომ ყოველ სერიაში დიალოგების ერთ მესამედს შეადგენს, რაც აშკარად ნეგატიურ გავლენას მოახდენს არასრულწლოვნებზე და მაყურებელში დაამკვიდრებს განწყობას, რომ ბილწსიტყვაობა ვერბალური ურთიერთობის ნორმაა. ამავე დროს ყურადსაღებია, რომ შეურაცხმყოფელ ლექსიკას ხშირად რამდენიმე პერსონაჟი იყენებს, მათ შორის, ქალები და თანაც ბავშვების თანდასწრებით, რაც არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო მასალას წარმოადგენს. სერიალში, ასევე ვითარდება რამდენიმე სიუჟეტური ხაზი, რომლებიც მოიცავენ პერსონაჟის მიერ მეუღლეთა ღალატს და პარტნიორების ცვლას, რაც ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები ითხოვენ დაჯარიმდეს შპს „ფორმულა“, ხოლო სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ გადატანილ იქნას 22 საათის შემდეგ, არასრულწლოვნებისთვის ნეგატიური ზემოქმედებისა   და  საოჯახო ჩვენებისათვის სრული შეუსაბამობის გამო.  2. შპს„ტელეკომპანია პირველი“ განაგრძობს დღის საათებში არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ფილმების ჩვენება, კერძოდ: ა) ა/წ 23 იანვარს დილის 9 საათზე აჩვენა ფილმი „დაარტყი და გაიქეცი“ ძალადობის და ნარკოტიკის მოხმარების სცენით კატეგორიით „12“; ბ) ა/წ 24 იანვარს დილის 9 საათზე კი ფილმი „მატარებელი ბუსანში“. ამ ფილმებს სხვა ქვეყნებში მინიჭებული აქვთ კატეგორია „15 წლამდე არაა რეკომენდირებული“, მაგრამ ტელეარხი პრინციპულად არ ითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს და დასვენების დღეებში დღის საათებში, როდესაც სხვა არხებზე საბავშვო პროგრამებია, ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ფილმებს აჩვენებს, რითაც შეცდომაში შეჰყავს როგორც არასრულწლოვნები, ისე მათი მშობლები. 3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ა/წ 24 იანვარს, კვირა დღეს, დღის 12:30 საათზე გაიმეორა გადაცემა „შორენას ეფექტი“. გადაცემა იწყება არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი ტექსტით: „პირველი ქართველი სექს-სიმბოლო, რომელმაც „პლეიბოისთვის“ გაიხადა“... შემდეგ კი მონოლოგს კითხულობს წამყვანი ასეთი ტექსტით : „ძალიან მინდოდა ტორტის ნაჭერი. დავიწყე მოპარვა... რაომ გავიხადე? იმიტომ რომ ქმარმა მიღალატა... რატომ გავიხადე? იმიტომ რომ ფული მჭირდებოდა. რატომ გავიხადე? იმიტომ რომ მსახიობი ვარ. ჩემი ცხოვრება იყო სკანდალი... იყო რომანები... დღეს კი შემდგარი, ძლიერი ქალი ვარ“. ეს ტექსტი აშკარად არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი მასალაა, კერძოდ მოზარდში ამკვიდრებს აზრს, რომ წარმატების მისაღებად ყველანაირი საშუალება, მათ შორის, ასოციალური დასაშვებია. ამას მოჰყვება ისტორია თვითმკვლელობაზე და გადაცემაში არის თვითმკვლელობის სცენის და საშუალების აღწერა, რაც წარმოადგენს 15 წლამდე მაყურებლისათვის შესაზღუდ ინფორმაციას. გადაცემაში ასევე მსახიობ ია ფარულავასთან ხდება სექსის სცენების გადაღების დეტალების განხილვა, რა დროსაც მსახიობი ბილწსიტყვაობს, მართალია ეს სიტყვები დაფარულია, მაგრამ მაყურებლისთვის აშკარაა მნიშვნელობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები ითხოვენ მაუწყებლების დაჯარიმებას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლებს დაევალოთ დარღევების დეკლარირება და გაეცეთ რეკომენდაცია არ მოახდინონ არასრულწლოვანთათვის შეუსაბამო მასალის დემონსტრირება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის № გ-21-16/92 გადაწყვეტილებით  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას  საჩივარი (შ-21-9/594, 09.02.21) განსახილველად იქნა მიღებული და ვინაიდან არსებობდა დავის არსებითი განხილვის წინაპირობები, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსამზადებელი სხდომა გადაეზარდა დავის არსებითი განხილვის სხდომაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია 2021 წლის 18 თებერვალს განიხილავდა     შპს  ,,სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი  2“  -ის,  შპს  ,,ფორმულას“, შპს,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ   გიორგი გოცირიძის,   ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივარს მაუწყებლების მიერ არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამების დროითი შეზღუდვისა   და  ნიშანდების წესის დარღვევით სამაუწყებლობ ადეში განთავსების გამო, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის ( Nშ-21-9/207, 22.01.2021) განხილვის საკითხის  და  შპს  ,,სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი  2“-ის,  შპს „ფორმულას“  და  შპს„ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას საჩივრის (შ-21-9/594, 09.02.21) განხილვის საკითხის გაერთიანების თაობაზე.

კომისიის 2021 წლის 18 თებერვლის სხდომაზე მხარეების წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენის შემდეგ, კომისიამ გადაწყვეტილების მიღება დანიშნა 2021 წლის 25 თებერვალს. კომისიის 2021 წლის 25 თებერვლის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ სურს ინფორმაციის წარმოდგენა და შუამდგომლობის დაყენება საკითხის ერთი თვით გადადების თაობაზე. მან განმარტა, რომ კანონი არის ახალი მიღებული და მისი აღსრულების ვალდებულება გააჩნია კომისიას. იგეგმება ახალი სტანდარტის დანერგვა საქართველოში არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის რეგულირების კუთხით. კომისიამ რამდენიმე   საჩივარი განიხილა და განხილვების დროს აღნიშნავდა, რომ გააჩნია ბევრი კითხვა კანონის აღსრულებასთან და ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარემ   აღნიშნა,   რომ   პრაქტიკა,   რომელსაც   კომისია   დანერგავს   კანონის აღსრულების თვალსაზრისით, უნდა იყოს სწორი, არ უნდა იქნეს დაშვებული შეცდომები. ეს პრაქტიკა უნდა მოიცავდეს გასაგებ და სწორ გზავნილებს მედიისთვის, რათა მათ უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების დაცვა. ასევე გასაგები უნდა იყოს იმ პირებისთვის, რომლებიც კანონის იმპლემენტაციას ადევნებენ თვალ-ყურს და არიან დაინტერესებული, რომ კანონი იყოს ეფექტიანი. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ განხილვების პროცესში გამოვლინდა ბევრი რთული საკითხი, რომელთა ნაწილი შესაძლოა არც იყო გათვალისწინებული კანონის შემუშავების პროცესში, მათ შორის არ იყო გათვალისწინებული, რომ კანონი გარკვეულ ინტერპრეტაციებს გამოიწვევდა. კომისიას სჭირდება დრო, რომ აღნიშნული კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია ჩამოაყალიბოს და შესაბამისად, სწორი პრაქტიკა დაინერგოს. კომისიამ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა და არის რიგი საკითხები და კითხვები, რომლებზეც ცალსახა პოზიცია და გამოკვეთილი პასუხები არ არის. შესაბამისად, კომისიას ესაჭიროება დამატებითი დრო, რათა    შეიმუშაოს  ცალსახა პოზიცია     გარკვეულ     საკითხებთან     დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარემ    კახი    ბექაურმა    დააყენა შუამდგომლობა საკითხის ერთი თვით გადადების შესახებ, რაც გაზიარებულ იქნა კომისიის წევრების მიერ და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საკითხის  ერთი თვით გადადებისა და 2021 წლის 25 მარტს დანიშვნის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე, ხოლო მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, ხოლო 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კოლეგიური ორგანოს მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების გიორგი გოცირიძის,   ბესარიონ წულაიას, გიგა გუდაძის და მამია გრიგოლიას საჩივრების განხილვის მიზნით 2021 წლის 18 თებერვალს ჩატარებულ კომისიის სხდომას ესწრებოდნენ  და საქმის ზეპირ მოსმენაში მონაწილეობას იღებდნენ კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, კომისიის წევრები ვახტანგ აბაშიძე, ელისო ასანიძე და მერაბ ქათამაძე. კომისიის წევრებს - ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს კომისიის წევრობის უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ 2021 წლის 18 მარტს. ვინაიდან, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს კომისიის მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა საქმის ზეპირ მოსმენაში, ამავე დროს, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით, კომისია არ არის უფლებამოსილი საქმის ზეპირ მოსმენაში მონაწილე კომისიის ორი წევრის, კომისიის თავმჯდომარის კახი ბექაურის          და     კომისიის     წევრის     ვახტანგ     აბაშიძის     შემადგენლობით     მიიღოს გადაწყვეტილება კვორუმის არარსებობის გამო.  შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია  შეწყდეს    შპს ,,სამაუწყებლო კომპანია  რუსთავი  2“-ის,  შპს  ,,ფორმულას“,  შპს,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია  პირველის“    და  ააიპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი     ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის ( Nშ-21-9/207, 22.01.2021) და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ის, შპს „ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“  წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას   საჩივრის (შ-21-9/594, 09.02.21) განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის, 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს ,,ფორმულას“, შპს ,,მთავარი არხის“, შპს ,,ტელეკომპანია ირველის“  და  ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, ბესარიონ წულაიას და გიგა გუდაძის საჩივრის ( Nშ-21-9/207, 22.01.2021) და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს„ფორმულას“ და შპს „ტელეკომპანია პირველის“   წინააღმდეგ გიორგი გოცირიძის, გიგა გუდაძის, მამია გრიგოლიას და ბესარიონ წულაიას   საჩივრის (შ-21-9/594, 09.02.21) განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს ,,სამაუწყებლო  კომპანია  რუსთავი  2“-  სთვის,  შპს  ,,ფორმულასთვის“,  შპს,,მთავარი არხისთვის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“, გიორგი გოცირიძისთვის,   ბესარიონ წულაიასთვის, მამია გრიგოლიასთვის და გიგა გუდაძისთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3. გადაწყვეტილება ძალაში   შევიდეს   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის  შპს,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- სთვის, შპს ,,ფორმულასთვის“, შპს ,,მთავარი არხისთვის“, შპს ,,ტელეკომპანია პირველისთვის“ და ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“, გიორგი  გოცირიძისთვის,  ბესარიონ წულაიასთვის, მამია გრიგოლიასთვის და გიგა გუდაძისთვის ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის  მხარეებისთვის  ჩაბარებიდან  ერთი  თვის ვადაში.

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს      კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                        თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე                    წევრი

ეკატერინე იმედაძე                წევრი

ნათია კუკულაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები