შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-15 / 551

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 21, 2021 12:01

მიღების თარიღი ოქტომბერი 15, 2021

შპს „ახალი ქსელებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/3824, 25.08.2021) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის და VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „ახალი ქსელები“ ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებებს ქ. თერჯოლაში 1000 სააბონენტო ნომერზე, VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად 2000 სააბონენტო ნომერზე, რომლებსაც იგი მართლზომიერად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობისN167,  N172 და N173  ლიცენზიების მოქმედების ვადაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის   ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N167 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2021 წლის 13 ოქტომბრამდე) 1000 სააბონენტო ნომერს ქ. თერჯოლაში, VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N172 და N173 ლიცენზიების მოქმედების ვადით (2021 წლის 16 დეკემბრამდე) 2000 სააბონენტო ნომერს.

შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.     ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური    (საკაბელო)    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის       წყვილებით    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური    (საკაბელო)    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2.    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და

საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3     ძირითადი  საკომუტაციო  ქსელის    შესაბამისი   ელემენტებითა    და    საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების   ფუნქციური  რესურსებითა  და     სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური     საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4     მაგისტრალური  საკომუნიკაციო  ციფრული   სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა   და/ან   მაგისტრალური  საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის  წყვილების  მაგისტრალური  სახაზო  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   სახაზო   საშუალებების   ფუნქციური   რესურსებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის  წყვილების  მაგისტრალური  საკომუნიკაციო  ციფრული  სისტემების  ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემების   ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5     მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული    მაგისტრალური    არხებისა    და    შესაბამისი    ელემენტების    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6     საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7     ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული   რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული    საკომუნიკაციო    ანძების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

აბონენტების  (ბოლო  მომხმარებლების)  ინდივიდუალური  დაშვების  სისტემის  საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელების  საოპერაციო  პროგრამული  მართვის  საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ელექტრონული   პაკეტური   საკომუნიკაციო   ქსელების   საოპერაციო   პროგრამული   მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ძირითადი    საკომუნიკაციო    ქსელების    ურთიერთჩართვის    გარდამქმნელი    ტერმინალური აღჭურვილობის   (IP   TV,   IP   ტელეფონია)   ფუნქციური   რესურსებითა   და   სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

მონაცემთა  დამუშავების    ინტერნეტ    ცენტრის    შესაბამისი    ფუნქციური    რესურსებითა    და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.8.     ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელებითა  და  საშუალებებით  უზრუნველყოფის  სხვა საქმიანობის სახეები

დაშვებით   აღებული:   საკომუნიკაციო   ქსელებითა   და   საშუალებებით,   ქსელის   შესაბამისი

ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით მსურველი პირების უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება

A.M.1   ფიჭური  ორგანიზების  ტიპის  საკომუნიკაციო   ქსელის  შესაბამისი  ელემენტებითა  და საშუალებებით უზრუნველყოფა

WCDMA

B.F.1      ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.3     მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4     მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.5     სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

სხვა ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება

B.F.6     გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1   მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების   აბონენტების  სატელეფონო  (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად,  პირებს,  რომლებზედაც  2012  წლის  1  თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე  მიმართონ  კომისიას  მათ სარგებლობაში  არსებულ ნუმერაციის  რესურსზე უფლების მინიჭების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება ხორციელდება - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე; ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.დ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო¬ბების იდენტიფიცირებისათვის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს -1 სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა   კომისიის

2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს

„ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 300 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შპს „ახალი ქსელების“ მიერ დაცულია აგრეთვე კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული

,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომაზე, საკითხის განხილვა კვორუმის არ არსებობის გამო გადატანილ იქნა 2021 წლის 15 ოქტომბერს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ახალი ქსელები“ ქ. თერჯოლაში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ფლობდა №N167 ლიცენზიის მოქმედების ვადით 2021 წლის 13 ოქტომბრამდე, კომისიამ 15 ოქტომბრის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული რესურსის მინიჭება 2021 წლის 13 ოქტომბრიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  „ახალი  ქსელებს“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N623  უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 491244000 – 491244999, სულ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თერჯოლა;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2021 წლის 13 ოქტომბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. მიენიჭოს შპს  „ახალი  ქსელებს“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N624  უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 706000000 – 706000999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2021 წლის 16 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. მიენიჭოს შპს  „ახალი  ქსელებს“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N625  უფლება  და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 706010000 – 706010999, სულ 1000 (ათასი) სააბონენტო ნომერი VOIP - ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2021 წლის 16 დეკემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით; დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.  ეცნობოს შპს „ახალ ქსელებს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის   საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ახალი ქსელებისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

9.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები