წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-13 / 513

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2021 12:29

მიღების თარიღი სექტემბერი 16, 2021

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

   საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით (№0299,

23.06.2021; №0406, 31.08.2021) მოთხოვნილი გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ ადგილზე რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საჭიროების შესახებ. მოთხოვნილი რადიოსიხშირული რესურსის და დაკავშირებული ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების მიზნით განხორციელდა დამატებითი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების  დეპარტამენტთან.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   274-ე  მუხლის,

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან   დაკავშირებული    ნორმატიული    აქტების    დამტკიცების    თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული

„სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:

 1.   მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად რადიოსაკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირების  უზრუნველყოფისთვის,       რადიოსიხშირეები, თანდართული  ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4. აღირიცხოს   საქართველოს   თავდაცვის   სამინისტროსთვის   მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5. საქართველოს  კანონმდებლობის  ცვლილების  შემთხვევაში,  საქართველოს თავდაცვის                         სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დ.აღმაშენებლის  ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8.   გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები