წვდომის მენიუ

შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-21-12 / 613

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2021 12:45

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2021

შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირმა“ (კომისიაში რეგისტრაციის  № შ-21-7/3826,   25/08/2021)  ინტელექტუალური    ქსელებით    (დამატებული ღირებულების)  მომსახურებისათვის  და  ამ  ქსელების  აბონენტების   ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „გაერთიანებული მობილურების  სპეც   კავშირი“   ითხოვდა  ინტელექტუალური  ქსელებით   (დამატებული ღირებულების)   მომსახურებისათვის      და   ამ  ქსელების  აბონენტების  ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას, რომელსაც იგი მართლზომიერად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N168 ლიცენზიის მოქმედების   ვადაში.  კომპანიამ  ნუმერაციის რესურსით      სარგებლობის   საფასურის დამადასტურებელი     დოკუმენტაცია    წარმოადგინა    2021  წლის    27  სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-6/4313, 27/09/2021).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირი“ კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით არ ფლობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას. „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა ელექტრონულ კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე. შესაბამისად კომპანიას 2021 წლის 5 ოქტომბერს გაეგზავნა წერილი (N გ-21-03/2827) ელექტრონულ მისამართზე და განემარტა, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა ავტორიზაციის გავლა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე წერილით კომპანიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განესაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა ავტორიზაციის გასავლელად. კომპანიას ავტორიზაცია კომისიაში არ გაუვლია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირის“ (ს/კ 404894762) განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის № შ-21-7/3826, 25/08/2021) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე;

2.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის (20 ლარი) დაბრუნება კომპანიის მიერ კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით (ნ. დევდარიანი);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

გ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი N64)  შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „გაერთიანებული მობილურების სპეც კავშირისთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-3 პუნქტების) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები