წვდომის მენიუ

ომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N /სინგაპური/) მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E/სინგაპური/) წილის 2%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 91

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2021 0:21

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021

კომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N  /სინგაპური/)   მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E/სინგაპური/)  წილის 2%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  “კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიას 2021 წლის 3 თებერვალს Nშ-21-6/501 წერილით მიმართა სს „სილქნეტმა“, სს

„სილქნეტის“   ერთ-ერთი  ბენეფიციარის, აქციებით   შეზღუდული   კერძო  კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E /სინგაპური/) წილის 2%-ის კომპანია „TOPAZ SG PTE“. LTD-ის (201710255N /სინგაპური/) მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   კომისია   უფლებამოსილია   შერწყმის   ან   შეძენის   თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე  ან შეძენაზე    ან    ბაზრის    შესაბამის  სეგმენტზე  არსებულ კონკურენციაზე   შესაძლო გავლენის     მოხდენის    დადგენის  მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის წერილით (Nგ-20-03/2521 06.08.2020) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს განემარტათ, რომ კომისიის მიერ კანონით  განსაზღვრული  ამოცანებისა  და  ფუნქციის  სათანადოდ  შესრულებისათვის,კომპანიის ყველა ბენეფიციარ (მათ შორის ბოლო ბენეფიციარის) მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის/გასხვისების, ასევე შერწყმის განზრახვის შემთხვევაში, საჭიროა კომისიისაგან მოიპოვონ წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მოსალოდნელი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ კომისიაში წინასწარ.

სს „სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერისა და სს„სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი პარტნიორთა სადამფუძნებლო დოკუმენტების თანახმად:

სს „სილქნეტის“ დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელია შპს „სილქნეტ ჰოლდინგი“  (საქართველო),  შპს  „სილქნეტ  ჰოლდინგის“  (საქართველო)  95%-ს ფლობს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ (საქართველო), „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ (საქართველო) 100%-ს ფლობს “კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედ” (მალტა), ხოლო “კომოდონ ჰოლდინგ ლიმიტედის” (მალტა) 100%-ის მფლობელია „პრომეთეუს ჰოლდინგ (მალტა) ლიმითედ“. „პრომეთეუს ჰოლდინგ (მალტა) ლიმითედ“ - ში წილის 38,2353%-ს ფლობს „Topaz Investments (Malta) Limited“ (C92958), რომლის წილის 100%-ის მფლობელია შპს „პარტომატა“  (ს/კ 404580271, საქართველო),  ხოლო  შპს  „პარტომატას“  (ს/კ  404580271, საქართველო)  წილის 100%-ის  მფლობელია  აქციებით  შეზღუდული  კერძო  კომპანის „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“ (201840787E /სინგაპური/), რომლის აქციების 100%-ს ფლობს ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი. შესაბამისად, ფიზიკური პირი ერკინ ტატიშევი სს „სილქნეტში“ არაპირდაპირ ფლობს წილის 36.3235%-ს.

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი Nშ-21-6/501 03.02.2021 წერილის თანახმად, დაგეგმილია ცვლილება სს „სილქნეტის“ ერთ-ერთი ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის, ერკინ ტატიშევის კონტროლ ქვეშ მყოფ კომპანიათა სტრუქტურის პირველ რგოლში, სადაც განზრახულია კომპანია „Topaz SG PTE“ LTD-ის შესვლა „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის კაპიტალში 2%-იანი მონაწილეობით, ხოლო „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ში 98%-ის მფლობელი ხდება ერკინ ტატიშევი. შესაბამისად, სს „სილქნეტის“ სადამფუძნებლო სტრუქტურაში კომპანია „Topaz SG PTE“ LTD გახდება „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის წილის 2%-ის მფლობელი. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, კომპანია „Topaz SG PTE“ LTD-ის წილის 100%-ის მფლობელია ერკინ ტატიშევი. შესაბამისად, თუ ერკინ ტატიშევი „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის საშუალებით წილის 36,3235%-ს აკონტროლებდა სს „სილქნეტში“, კომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N    /სინგაპური/)      მიერ  კომპანია  „ბრეიტენბერგ  პრაივიტ  ლიმიტედ“-ის (201840787E   /სინგაპური/)   წილის   2%-ის   შეძენის   შემთხვევაში,   ერკინ   ტატიშევი „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის საშუალებით სს „სილქნეტში“ გააკონტროლებს წილის 35,5971%-ს, ხოლო „Topaz SG PTE“ LTD-ის საშუალებით სს „სილქნეტში“ გააკონტროლებს წილის 0,7264%-ს, ანუ ჯამში ერკინ ტატიშევის კონტროლის ქვეშ უცვლელად რჩება სს „სილქნეტის“ წილის 36,3235%.

ზემოაღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ასევე უცვლელი რჩება სს„სილქნეტის“ დანარჩენი ბენეფიციარი მესაკუთრეების წილები, კერძოდ: გიორგი რამიშვილი - 36.3235%;

ალექს თოფურია - 16.7647%; დევიდ ფრანც ბორგერი - 5.5883%; დავით მამულაიშვილი - 5.0000%.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N /სინგაპური/)  მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E /სინგაპური/)   წილის 2%-ის შესაძლო შეძენის განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, სს „სილქნეტის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება.

ესაბამისად, კომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N   /სინგაპური/)    მიერ სს“სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E /სინგაპური/)  წილის 2%-ის შეძენა, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისია აღნიშნავს, რომ შემდგომშიც, სს „სილქნეტის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა მფლობელობაში არსებული წილის ან აქციების შეძენის განზრახვის შემთხვევაში, თუ მათი შეძენის შედეგად შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან მეტი, სს „სილქნეტმა“ წინასწარი თანხმობის მოპოვების მიზნით უნდა აცნობოს კომისიას მოსალოდნელი ტრანზაქციის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა სს „სილქნეტს“, კომპანია „TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N/სინგაპური/) მიერ   სს   “სილქნეტის“   ბენეფიციარი   მესაკუთრე   კომპანია „ბრეიტენბერგ  პრაივიტ  ლიმიტედ“-ის  (201840787E  /სინგაპური/)    წილის  2%-ის შეძენაზე.

2.   განემარტოს  სს  “სილქნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  კომპანია

„TOPAZ SG PTE“ LTD-ის (201710255N   /სინგაპური/)     მიერ სს “სილქნეტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანია „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედ“-ის (201840787E /სინგაპური/)   წილის 2%-ის შეძენის შემთხვევაში, სს “სილქნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

4.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის სს„სილქნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64), სს „სილქნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური       თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები