წვდომის მენიუ

შპს„იმერნეტის“ (ს/კ 430024911) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს„კაინეტის“ (ს/კ 431953488), ნაწილის შპს „კაიქსელის“ (431953460) და ნაწილის შპს„ლოკალნეტის“ (400301801) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-21-11 / 90

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2021 0:12

მიღების თარიღი თებერვალი 18, 2021

შპს„იმერნეტის“ (ს/კ 430024911) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს„კაინეტის“ (ს/კ 431953488), ნაწილის შპს „კაიქსელის“ (431953460) და ნაწილის შპს„ლოკალნეტის“ (400301801) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებებით მიმართა შპს „იმერნეტმა“ (ს/კ 430024911) (განცხადებების კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-6/627 10.02.2021; №შ-21-6/626 10.02.2021;

№შ-21-6/625 10.02.2021; დამატებითი წერილი Nშ-21-6/689 15.02.2021), შპს „იმერნეტის“ (ს/კ430024911) კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაინეტის“ (ს/კ 431953488), ნაწილის შპს „კაიქსელის“ (431953460) და ნაწილის შპს „ლოკალნეტის“ (400301801) მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 ქვეპუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს„იმერნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს„კაიქსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს„ლოკალნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2   ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

შპს„კაინეტი“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

შპს „იმერნეტის“ Nშ-21-6/689 15.02.2021 წერილით წარმოდგენილი დამატებითი განმარტების თანახმად:

ა) შპს "ლოკალნეტს" განზრახული აქვს შეიძინოს შპს "იმერნეტის" კუთვნილი (5 (ხუთ) ლოკაციაზე არსებული) 30 (ოცდაათი) მთავარი (ინტერნეტის მიმღები, გადამცემი და სექტორული)  ანტენა  (საიდანაც  მიეწოდება  აბონენტებთან დამონტაჟებულ  ანტენებს ინტერნეტი), მასთან (აღნიშნულ 30 ანტენასთან) დაკავშირებული მოწყობილობები (2 (ორი) როუტერი, 2 (ორი) აკუმულატორი და 1 (ერთი) აკუმულატორის დამტენი) და 433 (ოთხას ოცდაცამეტი) სააბონენტო ანტენა (ინტერნეტის მიმღები ანტენა, რაც დამონტაჟებულია აბონენტისათვის ინტერნეტის მიწოდების ადგილას);

ბ) შპს "კაიქსელს" განზრახული აქვს შეიძინოს შპს "იმერნეტის" კუთვნილი (24 (ოცდაოთხ) ლოკაციაზე არსებული) 83 (ოთხმოცდასამი) მთავარი (ინტერნეტის მიმღები, გადამცემი და სექტორული) ანტენა (საიდანაც მიეწოდება აბონენტებთან დამონტაჟებულ ანტენებს ინტერნეტი), მასთან (აღნიშნულ 83 ანტენასთან) დაკავშირებული მოწყობილობები (15 (თხუთმეტი) როუტერი, 14 (თოთხმეტი) აკუმულატორი და 7 (შვიდი) აკუმულატორის დამტენი) და 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) სააბონენტო ანტენა (ინტერნეტის მიმღები ანტენა, რაც დამონტაჟებულია აბონენტისათვის ინტერნეტის მიწოდების ადგილას);

გ) შპს "კაინეტს" განზრახული აქვს შეიძინოს შპს "იმერნეტის" 25 (ოცდახუთი) სააბონენტო ანტენა (ინტერნეტის მიმღები ანტენა, რაც დამონტაჟებულია აბონენტისათვის ინტერნეტის მიწოდების ადგილას).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:

შპს „იმერნეტის“ დირექტორი და წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი მამუკა წიწილაშვილი.

შპს „კაიქსელის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი თამარი ლომთაძე.

შპს „ლოკალნეტის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი კახაბერ კახნიაშვილი.

შპს „კაინეტის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი თამარი ლომთაძე.

კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, მამუკა წიწილაშვილი, თამარი ლომთაძე და კახაბერ კახნიაშვილი სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად:

შპს „იმერნეტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სულ შემოსავლებმა ავტორიზებული საქმიანობიდან 2020 წელს შეადგინა 148 306 ლარი, ხოლო აქტიური აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 617 აბონენტი, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - 463 აბონენტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში -154 აბონენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „იმერნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაინეტის“, ნაწილის შპს „კაიქსელის“ და ნაწილის შპს„ლოკალნეტის“ მიერ შეძენა ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „იმერნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა   შპს „იმერნეტს“, შპს „იმერნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაინეტის“, ნაწილის შპს „კაიქსელის“ და ნაწილის შპს „ლოკალნეტის“ მიერ შეძენაზე;

2. შპს „იმერნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაინეტის“, ნაწილის შპს„კაიქსელის“ და ნაწილის შპს „ლოკალნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „იმერნეტმა“, შპს „კაინეტმა“, შპს „კაიქსელმა“ და შპს „ლოკალნეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;

3. განემარტოთ შპს „იმერნეტს“, შპს „კაინეტს“, შპს „კაიქსელს“ და შპს „ლოკალნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „იმერნეტის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის ნაწილის შპს „კაინეტის“, ნაწილის შპს „კაიქსელის“ და ნაწილის შპს „ლოკალნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „იმერნეტი“, შპს „კაინეტი“, შპს „კაიქსელი“ და შპს „ლოკალნეტი“, ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„იმერნეტისათვის“, შპს„კაინეტისათვის“,  შპს„კაიქსელისათვის“  და    შპს„ლოკალნეტისათვის“ გაგზავნა (ო. ვოტ);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი., №64), შპს „იმერნეტისათვის“, შპს „კაინეტისათვის“, შპს „კაიქსელისათვის“ და შპს„ლოკალნეტისათვის“  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  ჩაბარების  დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე    დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. იმედაძე).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები